4 შვილი, ბებიის ამპლუა და ამბები კამერებს მიღმა: თეა დარჩია იუბილარია - Marao

4 შვილი, ბებიის ამპლუა და ამბები კამერებს მიღმა: თეა დარჩია იუბილარია

2025-02-06 12:16:06+04:00

თეა დარჩია იუბილარია: მოცეკვავეს დაბადების დრეს შვილი, მარიამ მათიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურად ულოცავს:

"ჩემს ყველაზე ლამაზ, ენერგიულ, კეთილ, ძლიერ დედიკოს ვულოცავ დაბადების დღეს. უსაზღვროდ მიყვარხარ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის" - წერს მარიამი და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:

tea

  • ქართველი მონიკა ბელუჩი - თეა დარჩიას შთამბეჭდავი ფოტოსესია განსხვავებული იმიჯით 
  • თეა დარჩია ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიაში 
  • ზღაპრული ორსული - კადრები მარიამ მათიაშვილის საორსულო ფოტოსესიიდან 

თეა დარჩია

უკვე არაერთი წელია, რაც თეა დარჩიას სახელი "სუხიშვილებს" უკავშირდება. მან სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და, მიუხედავად დიდი ოჯახისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ანსამბლის წამყვანი სოლისტის პოზიციიდან თეა დარჩიამ ბოლო წლებში პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა, გახსნა საკუთარი სტუდია და ახლა მსურველებს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. 

"წესრიგი მნიშვნელოვანია და მას სიმკაცრით მიაღწევს თუ სიყვარულით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, არ დაჩაგრო ბავშვი  და არ უნდა შეულახო ღირსება. შენიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან შენიშვნის გარეშე ადამიანი ვერ იზრდება. ვთვლი, რომ ცეკვა ქალისა და კაცის ხასიათის გამოხატულებაა. სანამ რამე ცოცხალია, ადამიანიდან დაწყებული, ბალახით დამთავრებული, უნდა განიცდიდეს ყოველდღიურ ტრანსფორმაციას. რაც აჩერებს განვითარებას და ძიებას, ის კვდება" - ამბობდა თეა დარჩია.

თეა დარჩიას ოჯახი

თეა დარჩია 33 წელია, გუჯა მათიაშვილზეა დაქორწინებული. მათ ოთხი შვილი: მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ. 

"როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში და მივ­ხვდი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან და ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა გან­მე­ორ­და. მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა.

ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!

გუჯა ეთამაშება ხოლმე ბავშვებს, მე, სტუდიიდან გამომდინარე, უფრო მასწავლებლური მიჭირავს, თუმცა ვიცი, რომ ბავშვი დამოძღვრით კი არა, მშობლის წამხედურობით იზრდება. თუ რამე არ მოგწონს, შვილს იმწუთასვე უნდა დაუფიქსირო, მერე აზრი აღარ აქვს" - ამბობდა თეა.