ცნობილი ადამიანებისთვის ყოველი საჯარო გამოჩენა შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ყველამ საკუთარ თავზე ისაუბროს. გასაკვირი არ არის, რომ ისინი წინასწარ ემზადებიან მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის და გულდასმით ფიქრობენ მათი გამოსახულების ყველა დეტალზე. მაგრამ არის ისეთი დღეებიც, როცა სელებრითები პაპარაცებისგან ტავის დაღწევას ცდილობენ და სულაც არ სურთ, მათი ფოტოები ინტერნეტში იხილონ.
ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა 90-იანი წლების ლეგენდარული მოდელი, ტაირა ბენქსი "მაკდონალდსთან" დააფიქსირეს. ფოტოები მალე გამოქვეყნდა, ფანები აღნიშნავენ, რომ ტაირა ძალიან შეიცვალა და თითქმის საერთოდ აღარ ჰგავს თავის ძველ ვერსიას.
ტაირა ბენქსი
ამერიკელი სუპერმოდელი, მსახიობი, პროდიუსერი და ტელეწამყვანია.
17 წლის ასაკში დაამთავრა Immaculate Heart High School და მოდელის პროფესია აირჩია, ტაირამ სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა და იმავე წელს პარიზში გაემგზავრა, სადაც შეამჩნიეს წამყვანმა მოდის სახლებმა.
ტაირა იყო პირველი შავკანიანი მოდელი, რომელიც ისეთი წამყვანი ჟურნალების ყდებზე მოხდა, როგორებიცაა Sports Illustrated Swimsuit Edition, GQ და Victoria's Secret-ის კატალოგები.
ცოტა ხნის წინ ბენქსი Victoria's Secret-ის ჩვენებაზე გამოჩნდა და ყველას ყურადღება მიიპყრო. მისი გულშემატკივრები აღნიშნავდნენ, რომ 50 წლის სუპერმოდელი პოდიუმზე კვლავ შესანიშნავად გამოიყურება. ტაირა ბენქსმა გამოცემა "People”-ს რამდენიმე თვის წინ ასაკის მატებასა და დაბერების პროცესის შესახებ საინტერესო ინტერვიუ მისცა და ამ ინტერვიუდან რამდენიმე მნიშვნელოვან ფრაზას გაგიზიარებთ:
"როცა სკოლაში ვსწავლობდი, მეგონა, რომ 50 წლის ასაკის ადამიანები ბებიები იყვნენ. ვფიქრობდი, რომ ამ ასაკში პატარა სათვალე მექნებოდა, საწოლში ვიქნებოდი მოკალათებული და სერიალებს ვუყურებდი. ახლა მე ვარ დედა და მეწარმე დ 50 წლის ასაკში თავს შესანიშნავად ვგრძნობ" - ამბობს სუპერმოდელი.
"ქალებმა, რომლებიც 50 წლის იუბილეს უახლოვდებიან, უნდა იცოდნენ, რომ ეს სამყაროს დასასრული არ არის. გამოიყენეთ ეს დრო და საკუთარ თავზე იფიქრეთ. წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ თქვენს საყვარელ გადაცემებს და აკეთეთ ის, რაც გიყვართ. ნუ შეგრცხვებათ თქვენი ასაკის, რადგან ამ გზას ყველა გავდივართ. საკუთარ თავს უთხარით, რომ ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, იბრწყინოთ." - ამბობდა ბენქსი.