3 შვილი, დიდი ოჯახური ტრადიცია და წარმატებული კარიერა: ქეთი ასათიანს დაბადების დღეს ულოცავენ - Marao

3 შვილი, დიდი ოჯახური ტრადიცია და წარმატებული კარიერა: ქეთი ასათიანს დაბადების დღეს ულოცავენ

2025-02-07 10:41:05+04:00

ლიზა ჩიჩუას დედა, ქეთი ასათიანი იუბილარია. 

"დე, გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა ყველაფრისთვის - შენი უსაზღვრო სიყვარულისთვის, თავდადებისთვის და იმ სითბოსთვის, რომელსაც ყოველდღიურად  გვჩუქნი. მაგალითი ხარ ჩემთვის, მიყვარხარ" - წერს ლიზა ჩიჩუა.

  • რა დაარქვეს გოგონას: ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მეორე შვილის მშობლები გახდნენ 
  • "9 თვის" - ორსული ლიზა ჩიჩუა ახალ ფოტოს აქვეყნებს 
  • ორსული ლიზა ჩიჩუას საახალწლო ფოტოსესია და შთამბეჭდავი კადრები 

ქეთი ასათიანი

ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი. მისი მე­უღ­ლე გი­ორ­გი ჩი­ჩუა გახ­ლავთ - ოფ­თალ­მო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი. 

მისი ოჯახი გამოირჩევა სამედიცინო ტრადიციებით. მისი დიდი ბაბუა იყო რომანოვების პირადი ექიმი და სახელმწიფოს საიდუმლო მრჩეველი. ქალბატონი ქეთევანის შვილები, ლიზა და ალექსანდრე, აგრძელებენ ამ ტრადიციას და სწავლობენ მედიცინას

2007 წელს მამა გარ­და­ეც­ვა­ლა, არ­ჩილ ასა­თი­ა­ნი - ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, ფი­ზი­ო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი (1985-1990 წწ.). მა­მის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­კარ­გვა მის­თვის დიდი ტრა­გე­დია იყო. 

ქეთევან ასათიანი აქტიურად ჩნდება მედიის სხვადასხვა პლატფორმებზე, სადაც საუბრობს ენდოკრინოლოგიისა და კვების საკითხებზე. მაგალითად, პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ის განიხილავდა ზაფხულის კვების თავისებურებებს. ქეთევან ასათიანი ასევე ცნობილია, როგორც ტელეწამყვანი და მომღერალი. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მას უმღერია და მონაწილეობა მიუღია სხვადასხვა გადაცემაში.

ქეთევანი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ხშირად უზიარებს საზოგადოებას რჩევებს ჯანმრთელობისა და სწორი კვების შესახებ.

ქეთევან ასათიანის კარიერა გამოირჩევა მრავალმხრივი საქმიანობით, რაც მოიცავს სამედიცინო პრაქტიკას, აკადემიურ საქმიანობას, მედია მონაწილეობას და ოჯახურ ტრადიციების გაგრძელებას.

ქეთი ასათიანის ოჯახი 

ქეთი ასათიანსა და გიორგი ჩიჩუას სამი შვილი, მაშო, ლიზა და სანდრო ჰყავთ. გიორგის ხშირად უწევს სახლიდან შორს ყოფნა, თბილისში ყოფნისას კი შვილებთან და მეუღლესთან ერთად დიდ დროს ატარებს: 

“რადგან დედისერთა ვარ, ყოველთვის მინდოდა მაქსიმალურად ბევრი შვილი მყოლოდა. სადაც ვხედავ კომპოზიციას, რომელიც სამი ერთეულისგან შედგება, არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება, მთავარია იყოს სამი, მაქვს საოცარი განცდა და სურვილი იმისა, რომ ეს ნივთი შევიძინო. თვალს თუ შეავლებთ ჩემს აქსესუარებს, ნახავთ, რომ სამეულები ჭარბობს. მათ ჩემს შვილებთან ვაიგივებდი”, – ამბობდა ქეთი ასათიანი.

ქეთი ასათიანი ლიზა ჩიჩუაზე

როგორც ის ამბობს, მის შვილს, ლიზა ჩიჩუას, რომელიც გასულ წელს დაქორწინდა და სამედიცინო ფაკულტეტის მესამე სტუდენტია, მეუღლისგან, ირაკლი მაქაცარიასგან საოცარი ხელშეწყობა აქვს.

„საექიმო დინასტიის გამგრძელებელი ჩვენი მეორე და მესამე შვილია, ლიზა და ალექსანდრე. ალექსანდრე პირველი კურსის სტუდენტი გახლავთ, ლიზა მესამე. ვნახოთ, როგორ განაგრძობენ და რა იქნება.

სრულიად განსხვავებული ამპლუა დამემატა - სიდედრის სტატუსი. ნებისმიერი მშობლისთვის შვილის ბედნიერება ვფიქრობ, განმსაზღვრელი და წარმმართველია. მე ვხედავ მათ ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, ირაკლის მზრუნველობას, ლიზას ბედნიერ თვალებს... მინდა ყველას ვუსურვო, რომ ასეთი ხალასი გრძნობა დიდხანს გაჰყვეთ და არასდროს ვალდებულებაში და ჩვევაში არ გადავიდეს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ხელი შევუწყოთ.

დარწმუნებული ვარ, როგორც ლიზა, ასევე ირაკლი, ძალიან ყოჩაღია, თავიანთი გზა ძალიან სწორად აქვთ არჩეული. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ირაკლის როლი - ფაქტობრივად, დღე და ღამე ზრუნავს იმაზე, რომ სწავლის მიმართულებით, ლიზას ხელი არ შეეშალოს. მოგეხსენებათ, მედიკოსის პროფესია ურთულესია, სულ სხვა ძალისხმევას და დასწავლას საჭიროებს. ამ თვალსაზრისით, ჩემს შვილს საოცარი ხელშეწყობა აქვს.“ - ამბობდა ქეთი ასათიანი.