ჰოლივუდის ყველაზე შეუფერებელი წყვილები - Marao

ჰოლივუდის ყველაზე შეუფერებელი წყვილები

2025-02-07 12:00:05+04:00

იმდენად ხშირად გვესმის ჰოლივუდის ვარსკვლავების ახალ-ახალი პარტნიორების, ქორწინებისა და განშორებების შესახებ, ისეთი წინასწარგანწყობა შეიძლება გვქონდეს, რომ მათი ურთიერთობები ყოველთვის ხანმოკლეა.

ამ სტატიაში ყველაზე საკამათო წყვილების სიას განვიხილავთ:

გრაიმსი და ელონ მასკი 

musk

გრაიმსის საკულტო თაყვანისმცემლების ბაზა არც თუ ისე ბედნიერი იყო, როდესაც მან ურთიერთობა Tesla-ს დამფუძნებელ ილონ მასკთან დაიწყო. ისინი აკრიტიკებდნენ მასკის ანტი-ტრანს შეხედულებებსა და მისი მილიარდერის სტატუსს.

კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი 

kim

  • მსოფლიო კინოს TOP 10 ლეგენდა: ქალები გამორჩეული ნიჭითა და გარეგნობით 
  • საუკეთესო კლეოპატრა: მსახიობები, რომლებმაც ისტორიული პერსონაჟი ეკრანებზე გააცოცხლეს 
  • ოქროს გლობუსის გამარჯვებული ცნობილია: ნახეთ ვინ დაიმსახურა ჯილდო 

წყვილს 6-წლიანი ქორწინება და 4 შვილი აკავშირებს. ამერიკულ საზოგადოებაში კიმისა და კანიეს სიყვარულის ისტორია საკმაოდ გაიდეალებული იყო. მათ ხშირად მეფესა და დედოფალსაც კი უწოდებდნენ და პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ამერიკულ ვერსიად მიიჩნევდნენ. თუმცა 2020 წელს გაირკვა, რომ ცოლ-ქმარს შორის სერიოზული უთანხმოება იყო.

სელინ დიონი და რენე ანჯელილი 

jolie

იშვიათია მსოფლიოში ისეთი წყვილი ნახო, როგორიც მომღერალი სელინ დიონი და პროდიუსერი რენე ანჯელილი იყვნენ, მათ სიყვარულზე ჰოლივუდში დღესაც ლეგენდები დადის. დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, დიონსა და ანჯელს უსასრულოდ უყვარდათ ერთმანეთი. რენე სიმსივნის დიაგნოზით, 2016 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა, თუმცა, მათი სიყვარული არც ამით დასრულებულა. დიონი ახლაც ემოციებითა და სევდით იხსენებს მათი ერთად ცხოვრების 21 დაუვიწყარ წელს.

ტეილორ სვიფტი და ჯეიკ ჯილენჰალი 

taylor

მიუხედავად იმისა, რომ ეს არასოდეს დაუდასტურებია არც ტეილორ სვიფტს და არც ჯეიკ ჯილენჰოლს, ხალხი თვლის, რომ სვიფტის ალბომი Red შეიცავს რამდენიმე სიმღერას ჯილენჰალთან მისი ხანმოკლე რომანის შესახებ.

ანჯელინა ჯოლი და ბილი ბობ ტორნტონი 

jolie

ანჯელინა ჯოლი და ბილი ბობ თორნტონი ცოლ ქმარი 2 წლის განმავლობაში იყვნენ . წყვილი არ ერიდებოდა თავიანთი სიყვარულის საქვეყნოდ გამოვლენას.

პრისცილა და ელვის პრესლი 

elvis

ელვის პრესლისა და პრისცილა პრესლის სიყვარული, წყვილის ურთიერთობა მუდმივად ექცეოდა ყურადღების ცენტრში და დღემდე ხშირად განსახილველი თემაა. სწორედ მათზე შარშან სოფია კოპოლამ კინოფილმი Priscilla გადაიღო, რომელიც პრისცილას 1985 წლის ავტობიოგრაფიულ ნოველას - Elvis and Me-ს ეფუძნება. ფილმში მთავარ - ელვისისა და პრისცილას  როლებს კეილი სპეინი და ჯეიკობ ელორდი ასრულებენ და წყვილის გაცნობის ისტორიიდან მოყოლებული მათ სიყვარულზე, ურთიერთობაზე, ქორწინებასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე მოგვითხრობს.