სამი ქორწინება, ხმაურიანი პირადი ცხოვრება და ცნობილი ოჯახი: თათია შარანგია ეკრანს მიღმა - Marao

სამი ქორწინება, ხმაურიანი პირადი ცხოვრება და ცნობილი ოჯახი: თათია შარანგია ეკრანს მიღმა

2025-02-12 17:07:18+04:00

თათია შარანგია საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა მან ლაშა შევარდნაძეზე იქორწინა და ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა, თუმცა ეს ურთიერთობა დასრულდა. თათია ტელეკომპანია „ფორმულაზე“ საავტორო გადაცემის, „სთორის“ წამყვანია და ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე.

ოჯახი

თა­თი­ას მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ. მას დედა ექი­მი ჰყავს, მამა - ბიზ­ნეს­მე­ნი. მე­რაბ, იგი­ვე ტუკა შა­რან­გი­ას გვარ-სა­ხე­ლი არა­ერ­თხელ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში, რო­გორც პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის. ძმე­ბი შა­რან­გი­ე­ბი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, მათ ეკუთ­ვნით წი­ლე­ბი კომ­პა­ნია "ბი­ლა­ინ­ში", სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში, დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში, ასე­ვე "ჯი­ემ­სი" ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც ცნო­ბილ რეს­ტორ­ნებს აერ­თი­ა­ნებს. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ შა­რან­გი­ებ­მა ბიზ­ნე­სე­ბის და წი­ლე­ბის გა­ყიდ­ვა 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს და პირ­ვე­ლად გა­სარ­თო­ბი კომ­პლექ­სი "ქა­ლა­ქუ­რი" გა­ყი­დეს. ამა­ვე ხმე­ბის თა­ნახ­მად, სა­პატ­რი­არ­ქოს გვერ­დით მდე­ბა­რე ეს კომ­პლექ­სი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ შე­ი­ძი­ნა.

tatia

პირადი ცხოვრება

თათია შარანგია პირველ ქორწინებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილთან, ლაშა შევარდნაძესთან იმყოფებოდა.

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია გახ­ლდათ. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. თა­თი­ა­სა და ლა­შას ახლო მე­გობ­რის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, თა­თია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ამე­რი­კა­ში უც­ნობ ქარ­თველ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ - სამი წლის ედუ­არ­დი და წლი­ნა­ხევ­რის ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი. 

თათიას მეორე ქმარი ბიზნესმენი სანდრო შელია იყო. 

tatia

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სან­დრო ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ყო­ფი­ლი ცო­ლის შვი­ლე­ბი წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან, ედუ და სანი," ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი­ან მის ბი­ჭე­ბად"."ამას არა­ფე­რი შეც­ვლის. ასე­ვე არა­ფე­რი შეც­ვლის ჩემს მე­გობ­რო­ბას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. არა­ვი­თა­რი ბა­რი­ე­რე­ბი აქ არ არ­სე­ბობს.“

შე­ლი­ას თქმით, წლე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კი­დან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში სწო­რედ თა­თი­ას სიყ­ვა­რულ­მა და­აბ­რუ­ნა და მისი თქმით, და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ფილ ცოლ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და.

tatia

  • თათია შარანგიას შეცვლილი იმიჯი - ტელეწამყვანი ახალ ვიდეოს აქვეყნებს 
  • "ასე მგონია, ამ ასაკში ყველასი მჯეროდა" - როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში თათია შარანგია 
  • „სამყაროს ცენტრი ხარ, ედუ. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ოცნების პრინცო!” - თათია შარანგიას ემოციური წერილი შვილს 

თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე

თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე იქორწინა. მათი თანაცხოვრება ხმაურიანად დაიწყო, რადგან ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, სულ ცოტა ხნის წინ, თათია წერდა, რომ მისი და ჯარჯის სიყვარული დასრულდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ეს განცხადება, კამათის ნიადაგზე, გაბრაზებულმა დაწერა და მეუღლეს არც ერთი წუთით არ დაშორებია.  

„ჯარჯი გახდა ჩემი საყრდენი. ემოციური ბალანსი. თითქოს ეს ემოციური ბალანსი 15 წუთში ჩამოინგრა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ალბათ, დავასწარი მოვლენებს..

გამოხმაურებები რომ წავიკითხე, არამძაფრი რეაქცია მქონდა. ვიფიქრე, რომ ავაღელვეთ ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ და გვგულშემატკივრობენ.

ჯარჯი ტორნადოსავით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად ასეთი ადამიანია. ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. სულ ვამბობდი, რომ კიდევ ერთხელ რომ მითხრას ვინმემ, რომ ოჯახი შევქმნათ და მე დავთანხმდე, ეს იქნება დიდი შეცდომა-მეთქი. მაგრამ ყველაზე დიდი გამართლება ჩემს ცხოვრებაში არის ის, რომ ჯარჯის შევხვდი. მისი წყალობით ჩემს თავს დავუბრუნდი.

სასტიკად ერთნაირები ვართ. ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ და რაც მთავარია, ვითვალისწინებთ. მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები, რომ ბავშვობაში და ჩემს თავთან დამაბრუნა“ –  ამბობდა თათია შარანგია.