ახლოვდება ვალენტინობა – დღე, რომელიც ყველა შეყვარებულს ეძღვნება. სიყვარული ხომ ის გრძნობაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, შთააგონებს და ატრიალებს დედამიწას? ეს საოცარი გრძნობა არა მხოლოდ ადამიანთა გულებში, არამედ ხელოვნებაშიც ცხოვრობს. მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, ყველაზე მეტი ლექსი სწორედ სიყვარულზე დაიწერა. ქართველმა პოეტებმა საუკუნეების განმავლობაში თავიანთი გრძნობები პოეტურ სტრიქონებში უკვდავყვეს, რომლებიც დღესაც არ კარგავს ძალას.
ლექსი შეიძლება იყოს გრძნობების ყველაზე ლამაზი აღიარება, რომლითაც შეყვარებულს სითბოსა და სინაზეს გაუზიარებ, რადგან სიყვარულით გაჟღენთილი სიტყვები, გულს ყველაზე ძლიერად ეხება.
შენი სიცოცხლე, შენი ნაბიჯი
მე შემაყვარა შენმა სარკმელმა.
მე მიხარია, - შენ რომ არსებობ!
ვისი ხარ, -
ეს რა ჩემი საქმეა!
შენით თენდება, შენით ღამდება,
შენთან ვარ, შენთან მინდა ხელახლა!
შენა ხარ -
რაც მე გამიხარდება,
რაც მეწყინება -
ისიც შენა ხარ!
რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.
მე შევძლებ, შენით სამყარო შევქმნა,
მე შენით შევძლებ, სიკვდილზე ვწერო,
ცოცხალი მხოლოდ ვიქნები შენთან
და მკვდარიც შენთან, სიცოცხლევ ჩემო!
ქარია ახლა და სადაც ვდგავარ,
უკვე დაეშვნენ მწუხრის ჩრდილები,
ვჩანვარ, ასეა, შენითა ვჩანვარ,
გამწირავ, - შენით გავიწირები.
ქრის და ცრემლებით სავსეა თვალი,
ქრის, ღამემ შენზე ფიქრი ინება,
შენა ხარ ქალი, შენა ხარ ქალი
და ჯერ ართქმული აქვითინება.
ნისლაურო, ნისლი ხარო,
გამიქრები:მზისი ხარო...
მე არაგვზე დავრჩებოდი,
მაგრამ რა ვქნა, სხვისი ხარო...
როცა ახლოს ვერა გხედავ,
ჩემი გულის შიში ხარო...
მაგრამ კლდენი არ გაგწირვენ,
არწივების შინში ხარო.
მე ის პატარა ნაკადული ვარ,
შენ რომ ამღვრევ და ასე ათრთოლებ,
შენ რომ ცრემლები წყალს გააყოლე,
მე ის პატარა ნაკადული ვარ!
მე ის პატარა ნაკადული ვარ,
რატომღაც შენ რომ აღარ ახსენებ,
შენ რომ არასდროს არ მოგასვენებს,
მე ის პატარა ნაკადული ვარ!
კრებული „მიყვარხარ“ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს სიცოცხლის სიტკბოებასა და მშვენიერებას. ეს უნიკალური წიგნი არის სიყვარულის მარადიული სადიდებელი, რომელიც აერთიანებს ქართულ პოეტურ მემკვიდრეობას – ხალხური პოეზიიდან თანამედროვე ლექსებამდე.
თუ გსურთ სიყვარულით სავსე ემოციები წიგნის ფურცლებზე აღმოაჩინოთ, „მიყვარხარ“ თქვენთვისაა!
წიგნს შეიძინეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან გამოიწერეთ ჩვენი ვებგვერდიდან და ისარგებლეთ სახლში მიტანის სერვისით: https://bit.ly/3MxGqYq
R