ახლოვდება ვალენტინობა, მაგრამ ყველას არ უპოვია ჯერ მეორე ნახევარი. თუ ამ დღეს მარტო ხვდები, არ გაქვს მიზეზი მოწყენისთვის. პირიქით, შეყვარებულის გარეშე დროის გატარებასაც თავისი ხიბლი აქვს.
გინდა, რომ თავდავიწყებით ჩაიძირო საინტერესო ისტორიაში? ჭიქაში არომატული ჩაი დაისხი, გაეხვიე ყველაზე კომფორტულ პლედში და განიტვირთე!
მოგზაურობა, თავგადასავალი და საკუთარი თავის პოვნა – თუ ოდესმე გიფიქრია, რომ ცხოვრება უფრო დიდი და საინტერესო უნდა იყოს, ეს წიგნი შთაგაგონებს. იდეალურია ვალენტინობისთვის, რომ შეგახსენოს: თავდაპირველად, უნდა შეგიყვარდეს საკუთარი თავი!
"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.
თანამედროვე ამერიკელი ავტორის სარა დესენის "ზაფხული ზღვაზე" თინეიჯერი გოგონას - ოდენის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ერთადერთი გასართობი წიგნების კითხვა და პროფესორი დედის ინტელექტუალ სტუმრებთან ფილოსოფიური საუბრებია. იკითხავთ, სადღაა ბავშვობა, თანატოლებთან თამაში, გადატყავებული მუხლები, სკოლაში პირველი სიყვარულიო? მსგავსი არაფერი ყოფილა - ოდენს მხოლოდ წიგნების სამყარო აქვს და ეს აკმაყოფილებს...მაგრამ მოვიდა დრო და ცხოვრებამ შანსი მისცა გოგონას, გაიგოს, რომ თურმე სხვა სამყაროც არსებობს: მეგობრობის, ველოსიპედით სეირნობის, პაემნების და ამაში ზაფხულში, ზღვაზე ნაპოვნი პირველი სიყვარული დაეხმარება.
იტალიელი ავტორის, პაოლო ჯორდანოს წიგნი "მარტივი რიცხვების მარტოობა" "წლის ბესტსელერის" სერიიდანაა. მატია ფიქრობს, რომ ის და ალიჩე მარტივი რიცხვები არიან, მარტოსული და დაკარგული, ის რიცხვები, რომლებიც გვერდიგვერდ კი დგანან, მაგრამ არც იმდენად, რომ ერთმანეთს შეეხონ, თუმცა მატიას მისთვის ეს არასოდეს უთქვამს... არც აქვს აზრი თქმას, რადგან ორივეს ყმაწვილობაში იმდენი ტკივილი იყო, ფიზიკური თუ სულიერი, რომ ერთად ყოფნა დიდი ტვირთი იქნება, თუმცა კი სცადეს... ""მარტივი რიცხვების მარტოობა"" პაოლო ჯორდანოს პირველი რომანია, რომელიც გამომცემლობა “მონდადორიმ“ 2008 წელს გამოსცა. მატიასა და ალიჩეს სიყვარულისა და მარტოობის ამბავმა სწრაფად დაიპყრო იტალიელი მკითხველის გული. მას შემდეგ წიგნი 36 ენაზე ითარგმნა, ხოლო 2010 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი. რომანმა 2008 წელს მოიპოვა პრემიები ""Strega"" და ""Campiello-Opera Prima".
მათ უცნაურ შეხვედრას არ მოჰყოლია ერთი ნახვით შეყვარება. ვერც მეგობრები გახდნენ. ამ ორს მხოლოდ ვნება აერთიანებს... ასე ჰგონიათ, ჯერჯერობით. ახალგაზრდა მამაკაცს სიყვარული არ სჭირდება, ქალს საამისოდ არ სცალია. მათი შეთანხმება იდეალური იქნება, თუ ქალი მხოლოდ და მხოლოდ ორ წესს დაიცავს: არასოდეს ჰკითხოს, რა მოხდა წარსულში და. არ ჰქონდეს მომავლის იმედი. მაგრამ მალე მიხვდებიან, რომ შეთანხმების დაცვა უჭირთ. თანდათან წესები ირღვევა და სიყვარული მახინჯი ხდება.
თუ ოდესმე გიგრძვნია, რომ სამყარო ცოტა არ იყოს, უცნაურია და ადამიანები ზედმეტად ფარისევლები არიან, მაშინ ჰოლდენ კოლფილდი გაგიგებდა. ეს წიგნი მარტოობის, თვითძიებისა და სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის შესანიშნავი მაგალითია. ჰოლდენის თავგადასავალი გაჩვენებს, რომ ზოგჯერ მარტო ყოფნა უფრო მეტ თავისუფლებას გაძლევს, ვიდრე მცდარი კავშირები. ასე რომ, თუ ვალენტინობას მარტო ხვდები, ეს წიგნი დაგეხმარება გაიაზრო, რომ მარტოობა არ ნიშნავს მარტო დარჩენას – ეს შენი გზა და არჩევანია.
R