ანჯელინა ჯოლიმ წლების წინ ძუძუს კიბოს პრევენციის მიზნით ორივე ძუძუ მოიკვეთა. ამის საფუძველი, მისი განმარტებით, კიბოს მაღალი რისკი გახდა. მსახიობი სტატიაში - ”ჩემი სამედიცინო გადაწყვეტილება” წერდა, რომ ექიმებმა აცნობეს მის ორგანიზმში ”არასწორი” გენის - BRCA1-ს არსებობის შესახებ, რაც 87%-ით -ძუძუს კიბოს განვითარების, 50%-ით საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკს ქმნის. კიბოს დაავადებით 56 წლის ასაკში ანჯელინა ჯოლის დედა გარდაიცვალა. მსახიობი ამბობდა, რომ ”გადაწყვიტა პროაქტიული ყოფილიყო” და ორივე ძუძუ მოიკვეთა. ჯოლი წერს, რომ ამ ნაბიჯით ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 5%-მდე შემცირდა.
"ორი წლის წინ ჩემი სამედიცინო არჩევანის შესახებ დავწერე, მაშინ ორმაგი პრევენციული მასტექტომიის ოპერაცია ჩავიტარე. მარტივი სისხლის ანალიზით გამოვლინდა, რომ BRCA1 გენი მუტაციას განიცდიდა, რის გამოც მკერდის კიბოს განვითარების 87%-იანი და საკვერცხის კიბოს განვითარების 50 % -იანი რისკი მქონდა. მე დავკარგე დედა, ბებია და დეიდა კიბოს გამო.
მინდოდა სხვა ქალებსაც სცოდნოდათ რისკების და შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც არსებობს. დაგპირდით, რომ მოგაწვდიდით სასარგებლო ინფორმაციას მომავალშიც, მათ შორის პრევენციული ქირურგიული ოპერაციის შესახებაც, რომლის შედეგადაც ორივე საკვერცხე და ფალოპის მილები (საშვილოსნოსთან დაკავშირებული მილები) ამოვიღე.
იმ მომენტში ვიგრძენი ყველაფერი, რაც ჩემი წარმოდგენით ათასობით ქალმა იგრძნო და განიცადა. ჩემს თავს ვუთხარი დავმშვიდებულიყავი, ვყოფილიყავი ძლიერი და დამერწმუნებინა თავი, რომ არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ვერ ვნახავდი, როგორ გაიზრდებოდნენ ჩემი შვილები და ვერ ვიცოცხლებდი იმდენ ხანს, რომ ჩემი შვილიშვილები გამეცნო.
ექიმებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტე, რომ საუკეთესო შესაძლებლობა მილების და საკვერცხეების ამოღება იყო, რადგან გენმა, რომლის მატარებელიც ვარ, ჩემს ოჯახში სამი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. ექიმები მიმითითებდნენ, რომ პრევენციული ოპერაცია დეკადით ადრე ჩამეტარებინა, ვიდრე ჩემი ნათესავების შემთხვევაში მოხდა. დედაჩემს საკვერცხის კიბოს დიაგნოზი 49 წლის ასაკში დაუსვეს, მე ახლა 39 წლის ვარ" - ამბობდა ანჯელინა წლების წინ.
ანჯელინა ჯოლი ვოითი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, მსახიობ ჯონ ვოითისა და მარჩელინ ბერტრანდის ოჯახში. 1976 წლიდან, მშობლების დაშორების შემდეგ ჯოლის და მის ძმას ზრდიდა დედა. პატარა ენჯი ხშირად უყურებდა ფილმებს დედასთან ერთად. მამას მისთვის ძალა არ დაუტანებია, რომ არტისტი გამხდარიყო. როდესაც ანჯელინა 11 წლის იყო ოჯახი კვლავ ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, მან გადაწყვიტა რომ მსახიობობა სურდა და ჩაირიცხა კიდეც ლი სტრასბერგის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ის ორი წელი გადიოდა სამსახიობო ტრენინგებს.
1998 წელს ჯოლიმ ითამაშა HBO-ს სატელევიზიო ფილმში „ჯია“, სადაც მან განასახიერა სუპერმოდელი ჯია კარანჯი. ეს ემოციური დრამა მოგვითხრობს სექსისა და ნარკოტიკების სამყაროზე და აღწერს კარანჯის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო მისივე ცხოვრებისა და კარიერის განადგურებას, მის დაკნინებასა და შიდსისაგან სიკვდილს.
მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი ძალზედ აღიარებული იყო თავისი სამსახიობო შესაძლებლობების გამო, მისი ფილმები ხშირად ვერ ხვდებოდა ფართო აუდიტორიის წინაშე, მაგრამ ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ ის საერთაშორისო სუპერვარსკვლავად იქცა.
ფილმმა მოიპოვა უდიდესი საერთაშორისო წარმატება და მსოფლიოს მასშტაბით 275 მილიონი დოლარი მოაგროვა, ჯოლის კი მოქმედებითი ჟანრის ქალი ვარსკვლავის ტიტული შესძინა.