17 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, დიპლომატი მეუღლე და წარმატებული კარიერა - თაკო ჩხეიძე - Marao

17 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, დიპლომატი მეუღლე და წარმატებული კარიერა - ულამაზესი ქართველი მოდელის, თაკო ჩხეიძის პორტრეტი

2025-02-10 18:09:05+04:00

თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მო­დე­ლი თაკო ჩხე­ი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ულა­მა­ზეს ქალ­ბა­ტო­ნად ით­ვლე­ბა. მის­მა სი­ლა­მა­ზემ ხალ­ხი ჯერ კი­დევ მა­შინ აა­ლა­პა­რა­კა, რო­დე­საც თი­ნე­ი­ჯერ­მა თა­კომ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი პო­დი­უმ­ზე მო­სინ­ჯა. მარ­თა­ლია, მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მცი­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ დახ­ვე­წი­ლი და უმ­შვე­ნი­ე­რე­სი გა­რეგ­ნო­ბის მქო­ნე მო­დე­ლი, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო.

თაკო ჩხეიძე

თაკო ჩხეიძე 1981 წელს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით.

tako

1995 წელს დაიწყო სამოდელო საქმიანობა სააგენტო „ნატალიში“. მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო „IMG“-ში და პარიზის სააგენტო „ვივაში“.

2006 წელს სათავეში ჩაუდგა სამოდელო სააგენტო „გეომოდელსს“, რომელიც თვითონ დააარსა.

პირადი ცხოვრება

თა­კომ ოჯა­ხი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის დროს შექ­მნა და გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და. ოჯა­ხის შექ­მნის მი­უ­ხე­და­ვად, მას მო­დე­ლო­ბა­ზე უარი არ უთ­ქვამს და ახერ­ხებ­და ერ­თდრო­უ­ლად ოჯა­ხის­თვი­საც მი­ე­ხე­და და კა­რი­ე­რის­თვი­საც.

tako

  • "მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 1996 წელს გავიცანით..." - თაკო ჩხეიძის ოჯახური იდილია და ცხოვრების წესი 
  • "ვალდებული ვარ, ვთქვა სახალხოდ, რომ მსურს ვიცხოვრო დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოში" - თაკო ჩხეიძე 
  • "საუკეთესო წყვილი" - თაკო ჩხეიძე მეუღლესთან ერთად რომანტიკული მოგზაურობის ფოტოებს გვიზიარებს 

თა­კოს წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის მის მე­უღ­ლეს. თაკო ქმარ­თან ერ­თად ინ­ტერ­ვი­უ­ებს არ იძ­ლე­ვა. მისი მე­უღ­ლე დიპ­ლო­მა­ტი რუს­ლან აბა­ში­ძეა. წყვილს აბა­ში­ძის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში უწევ­და ცხოვ­რე­ბა. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 22 წლის სერგი, 14 წლის ალექსანდრე და 12 წლის დავითი.

tako

რუსლან აბაშიძე

ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, აფხა­ზე­თი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავმჯდომარე რუს­ლან აბა­ში­ძე გაგ­რა­ში 1971 წელს და­ი­ბა­და. აბა­ში­ძემ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ხუ­მის ფი­ლი­ა­ლის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. შემ­დეგ სწავ­ლობ­და გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტში და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დიპ­ლო­მა­ტი­ურ აკა­დე­მი­ა­ში. 1996 წლი­დან რუს­ლან აბა­ში­ძე მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. რუს­ლან აბა­ში­ძე გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ეს­ტო­ნეთ­ში. 2019 წლის 11 დე­კემ­ბრი­დან კი აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავმჯდომარის პოსტს იკა­ვებს.