"სიყვარულის ორმოცი წესი" თურქი მწერლის ელიფ შაფაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და შთამაგონებელი რომანია. ეს არის არა მხოლოდ სიყვარულის ისტორია, არამედ ამბავი, რომელიც გვასწავლის, რომ არასოდეს არის გვიანი მივყვეთ ჩვენს გულს, ვიპოვოთ ნამდვილი სიყვარული და ვიცხოვროთ სრული თავისუფლებით.
თუ თქვენც ფიქრობთ ან ვინმეს უთქვამთ, რომ ახალი სიყვარულისთვის, შეცდომების გამოსწორებისთვის, ახალი გზისთვის გვიანია, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. „სიყვარული ორმოცი წესი“ ამ ყველაფრის უარყოფაა.
რომანის მთავარი გმირი, ელა რუბინშტეინი, ცხოვრობს ჩვეულებრივი, თითქოს სრულყოფილი ცხოვრებით – ჰყავს ოჯახი, აქვს სტაბილური ყოველდღიურობა, მაგრამ მისი სული თითქოს ჩაკეტილ უჯრაშია დამალული. ყველაფერი იცვლება, როდესაც იგი იწყებს შამს თბრიზელისა და რუმის სიყვარულისა და სულიერი ძიების ისტორიის კითხვას. ეს წიგნი მას არა მხოლოდ ახალ სამყაროს უხსნის, არამედ ეხმარება საკუთარ თავში სიყვარულის ხელახლა აღმოჩენაში.
ეს წიგნი გვასწავლის, რომ ნამდვილი სიყვარული ყოველთვის მოდის მაშინ, როცა მზად ვართ მას შევხვდეთ – არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სტატუსს ან ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებს.
რას გვასწავლის „სიყვარულის ორმოცი წესი“?
ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ბილიკი. ხშირად საზოგადოება, ოჯახი და წესები გვაიძულებს დავივიწყოთ საკუთარი სურვილები, მაგრამ ჭეშმარიტი ბედნიერება იქ არის, სადაც ჩვენი გული გვიბიძგებს.
ელას ცხოვრება სრულად იცვლება, როცა რუმისა და შამსის ისტორიის კითხვას იწყებს. ცვლილებები ყოველთვის არ არის კომფორტული, მაგრამ ხშირად ისინი გვიხსნიან ნამდვილ თავისუფლებას.
- სიყვარული სულის გაღვიძებაა
შამსის და რუმის მეგობრობა გვაჩვენებს, რომ სიყვარული მხოლოდ რომანტიკული ურთიერთობა არ არის – ეს შეიძლება იყოს ძლიერი კავშირი, რომელიც ადამიანს ზრდასა და სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება.
რასაც უნდა ფიქრობდეს საზოგადოება, რასაც უნდა გვკარნახობდეს ჩვენი ეჭვები – სიყვარული და ახალი ცხოვრება ყოველთვის შეგვიძლია. არ არსებობს „ძალიან გვიან“.
შეიყვარე საკუთარი ცხოვრება. როგორ? ამას ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესში“ წაიკითხავთ. მანამდე კი გახსოვდეთ:
- ზოგჯერ საჭიროა გავჩერდეთ და საკუთარი თავი მოვუსმინოთ.
- სიყვარული შეიძლება მოვიდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმით.
- ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ შიშის გამო ცხოვრებას ვუშვებთ ხელიდან.
- ცხოვრება ერთია, ამიტომ არ ღირს დროის ფუჭად კარგვა.
„სიყვარულის 40 წესი“ საუკეთესო საჩუქარია ვალენტინობისთვის, როგორც საყვარელი ადამიანისთვის, ისე საკუთარი თავისთვის. გადაიკითხეთ ეს წიგნი, როცა ნეგატიური ფიქრები შემოგიტევთ. ელიფ შაფაქი ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ცხოვრება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როცა მას სიყვარულით ვუყურებთ.
R