ბავშვობაში მოსული დიდი წარმატება, კარიერა და დედის ამპლუა - რუსკა ქარქაშაძის პორტრეტი - Marao

ბავშვობაში მოსული დიდი წარმატება, კარიერა და დედის ამპლუა - რუსკა ქარქაშაძის პორტრეტი

2025-02-12 15:29:31+04:00

რუსკა ქარქაშაძე ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ხელოვნური სუნთქვაში" მელანოს როლის შესრულებით მოიპოვა. მანამდე, ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში და ტელესერიალებში, მათ შორის "კომედი კიდსში". ასევე, 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში "არარეალური სახლი". 

რუსკა ქარქაშაძის პორტრეტი 

რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი. 

დადიოდა თეატრალურ სტუდიაში, რის შემდეგაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვიეს. ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში. 

2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მელანოს როლი შეასრულა.

ruska

"მახ­სოვს "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის“ პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბე­ბი იყო და მა­შინ 13 წლის ვი­ყა­ვი და 24 სა­ა­თი გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. ზა­ფხულ­ში ყვე­ლა რომ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და, მე გა­და­ღე­ბებ­ზე დავ­დი­ო­დი, ასე­თი მო­მენ­ტი ბევ­რი იყო, რომ ჩემი კლა­სე­ლე­ბი სად­მე მი­დი­ოდ­ნენ და მე გა­და­ღე­ბე­ბის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. კი­ნა­ღამ სკო­ლა­ში ბოლო ზარ­ზე ვერ მი­ვე­დი. ძლივს მო­ვა­ხერ­ხე ცოტა ხნით მის­ვლა. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ მე­ო­რე კურ­სი­დან მივ­ხვდი, რომ ჩემი არ იყო. შემ­დეგ სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე და პო­ლი­ტი­კა­ზე გა­და­ვე­დი. ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ხომ პო­ლი­ტი­კაა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მო­ვალ ერთ დღეს და პო­ლი­ტი­კო­სი გავ­ხდე­ბი."

ლაშა მოწონელიძე და რუსკა ქარქაშაძე 

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე 2023 წლის 8 ივნისს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. ქორწილი 300 სტუმრის თანდასწრებით გაიმართა, რომლისთვისაც წყვილი ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა. საზეიმო ღონისძიებაზე მათ შეასრულეს ვალსი და ქართული ცეკვა, რისთვისაც სპეციალური მომზადება გაიარეს. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.

ruska

ლაშა მოწონელიძემ რუსკას ხელი სთხოვა იტალიაში, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად მსახიობის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

„ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია, 32 წლი­საა. ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, -  ამბობდა მსახიობი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. პატარას ზუკა დაარქვეს. მსახიობმა შვილთან შეხვედრის პირველი ემოციური წუთები მეგობრებსაც გაუზიარა.

  • "ბედნიერება" - რუსკა ქარქაშაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს 
  • მოგზაურობა ზღაპრულ ხორვატიაში - რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად 
  • "რთული იყო, მაგრამ ყველა ასაკში რთულია პირველი შვილი" - რუსკა ქარქაშაძე 

ruska

რუსკა ქარქაშაძე დედობაზე

ახალბედა დედას სოციალურ ქსელში ხშირად მიმართავენ კითხვებით იმის თაობაზე, თუ როგორ უმკლავდება ამ ამპლუას, ჰქონდა თუ არა პოსტსამშობიარო დეპრესია და ა.შ.

"პირველად რომ დავინახე, მის გარდა ვერავის ვხედავდი. არ მჯეროდა, რომ მე ეს შევძელი. ჩემს ცხოვრებაში არის ცოცხალი ადამიანი, რომელზეც მთელი სიცოცხლე უნდა ვიზრუნო. ვფიქრობ, რომ შინაგანად მზად ვიყავი. მე და ლაშა მარტო ვუვლით, ღამეებს ვუთენებთ, ვასეირნებთ. მეუღლე ყველაფერს მიწყობს ხელს. მიყვარს ბავშვები და მინდოდა შვილი. რთული იყო, მაგრამ ყველა ასაკში რთულია პირველი შვილი"  - ამბობდა რუსკა ქარქაშაძე.  

რუსკას ჰყავს დამხმარე, რომელიც ბავშვის აღზრდაში ეხმარება. მას აქტიური ცხოვრება აქვს, სწავლობს, ზრდის შვილს, მონაწილეობს გადაღებებში... პარალელურად კი, ახერხებს, მეუღლესა და მეგობრებთან ერთად მოგზაურობასა და ახალი გამოცდილების დაგროვებას. რუსკა ქარქაშაძე თავისი ენერგიულობითა და პოზიტიური განწყობით სხვა ახალგაზრდა დედებისთვისაც მოტივაციაა.