უარი საქართველოში, დიდი წარმატება საზღვრებს გარეთ და შანსი "ევროვიზიაზე" - თათია კობალაძის ინტერვიუ კარიერასა და განვლილ გზაზე - Marao

უარი საქართველოში, დიდი წარმატება საზღვრებს გარეთ და შანსი "ევროვიზიაზე" - თათია კობალაძის ინტერვიუ კარიერასა და განვლილ გზაზე

2025-02-12 16:20:09+04:00

კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო და 21 წელია, რაც სცენაზე დგას. თათია მონაწილეობდა უკრაინის "X ფაქტორში" 2015 წელს, სადაც ფინალისტი გახდა, ხოლო 2020 წელს თურქეთის "ვოისში" ნახევარფინალამდე მიაღწია. 2021 წელს ის გახდა პირველი ქართველი, ვინც ყაზახეთის "ვოისში" მიიღო მონაწილეობა და ჟიურის ოთხივე წევრის მოწონება დაიმსახურა.

წელს, 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლად თათია კობალაძე აქტიურად განიხილება: "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე უნდა წა­ვი­დეს თა­თია კო­ბა­ლა­ძე! სულ რა­ღაც ორი კვი­რის წინ ამო­იკ­ვე­თა სიმ­სივ­ნე და მისი სული ისევ ან­თე­ბუ­ლია კონ­კურ­სის­კენ" - ეს სი­ტყვე­ბი მომ­ღე­რალ­სა და კომ­პო­ზი­ტორ მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

  • სამი ქართველი - სამი გამორჩეული სახე: ვინ წარადგენს საქართველოს 2025 წლის "ევროვიზიაზე"? 

ამ დროისთვის ცნობილი არ არის, ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზია 2025-ზე, რომელიც 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება, თუმცა მანამდე მოგიყვებით თათია კობალაძის ძალიან საინტერესო, სირთულეებითა და წარმატებით სავსე გზის შესახებ. 

kobaladze

თათია კობალაძე და მისი განვლილი გზა

თა­თია კო­ბა­ლა­ძე, გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერთ კონ­კურ­სზე და­ი­წუ­ნეს, უკვე წლე­ბია წარ­მა­ტე­ბუ­ლად ას­პა­რე­ზობს სხვა ქვეყ­ნის კონ­კურ­სებ­ში.

თა­თია კო­ბა­ლა­ძე, ევ­რო­ვი­ზი­ის გა­ნა­ცხა­დამ­დე 14 ლა­ი­ვი ჰქონ­და ყა­ზა­ხე­თის „ორ ვარ­სკვლავ­ში“, სა­დაც მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი იქამ­დე არ ყო­ფი­ლა, რომ სხვა ეროვ­ნე­ბის მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ვარ­სკვლა­ვად წა­რედ­გი­ნათ. 16 წყვილ­ში თა­თია ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი იყო. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში იგ­რძნო თავი ცუ­დად, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო-ყა­ზა­ხე­თი დაფ­რი­ნავ­და.

  • ნინი ბრეგვაძის მორიგი დიდი წარმატება აშშ-ში - რას წერს ქართველი მომღერალი 

ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი გვიყ­ვე­ბა მო­უ­ლოდ­ნელ დი­აგ­ნოზ­ზე, მკურ­ნა­ლო­ბის გზა­სა და იმ ბრძო­ლა­ზე, რო­მელ­საც ახლა გა­დის ევ­რო­ვი­ზი­ამ­დე მი­სას­ვლელ გზა­ზე...

- შე­მოდ­გო­მა­ზე ყა­ზა­ხურ „ორ ვარ­სკვლავ­ში“ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ხში­რად მი­წევ­და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ფრე­ნა. ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­დან სა­კუ­თარ თავს უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ბი შე­ვა­ტყვე, რა­საც გა­დაღ­ლი­ლო­ბას ვაბ­რა­ლებ­დი. ფაქ­ტობ­რი­ვად არ მე­ძი­ნა კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში, სამი თვე სულ დავფრი­ნავ­დი, რთუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და. არ­სე­ბო­ბენ, კონ­კურ­სის მომ­ღერ­ლე­ბი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ღერ­ლე­ბი, მე კონ­კურ­სის მომ­ღე­რა­ლი ვარ. ერთ დი­ლას რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ყუ­რი­დან სის­ხლი წა­მო­მი­ვი­და, ფრე­ნი­სას იყო კი­დევ ასე­თი შემ­თხვე­ვა რო­დე­საც აე­რო­პორ­ტში, გაფ­რე­ნამ­დე ცუ­დად გავ­ხდი. რე­ი­სი გა­ჩერ­და და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს. ექი­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან გაფ­რე­ნა ამიკ­რძა­ლეს, მაგ­რამ მა­შინ ფი­ნა­ლი მქონ­და ყა­ზა­ხეთ­ში და ვთქვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. იქ რომ ჩავფრინ­დი, უკვე კარ­გად ვი­ყა­ვი. იმ­დე­ნად მიყ­ვარს ჩემი საქ­მე რომ ამ სიმპტო­მებს ყუ­რა­დღე­ბა­საც არ ვაქ­ცევ­დი.

ფი­ნა­ლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დი, გარ­შე­მო ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ძა­ლი­ან თეთ­რი ფერი მქონ­და, ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძლი­ე­რი ხვე­ლა და­მე­წყო. ახ­ლობ­ლე­ბი მა­ძა­ლებ­დნენ ექიმ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან შე­საძ­ლოა ბრონ­ქე­ბის ან­თე­ბა მქო­ნო­და.

- და მხო­ლოდ ხვე­ლის და­წყე­ბის შემ­დეგ მიხ­ვე­დით ექიმ­თან?

- დიახ, ვი­ფიქ­რე, რომ ხვე­ლას სიმ­ღე­რა­ში ხელი რომ არ შე­ე­შა­ლა, მივ­სუ­ლი­ყა­ვი. ექიმ­მა მი­თხრა, თა­თია, თქვენ სხვა პრობ­ლე­მა გაქვთ, ბრონ­ქე­ბი არა­ფერ შუ­ა­ში არ არი­სო. მერე და­ი­წყო და­უს­რუ­ლე­ბე­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბის სე­რია. ვხვდე­ბო­დი, რომ რა­ღაც რიგ­ზე ვერ იყო და სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქეთ­ში წა­ვე­დი კვლე­ვებ­ზე. ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო მემ­ღე­რა. სა­ერ­თოდ, რაც არ მოხ­დეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, იცო­დეთ, რომ ბოლო დღემ­დე ვიმ­ღე­რებ. ეს არის ჩემი სი­ცო­ცხლის აზრი.

kobaladze

- იქ რა დი­აგ­ნო­ზი და­გის­ვეს?

- სა­უ­ბა­რია ყე­ლი­სა და საშ­ვი­ლოს­ნოს სიმ­სივ­ნე­ზე, ეს ბოლო, სტამ­ბულ­ში გა­ირ­კვა. თა­ვი­დან იშ­ვი­ა­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის სიმ­სივ­ნეს ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ­ლის­გან გან­კურ­ნე­ბაც რთუ­ლია, და ამ შემ­თხვე­ვა­შიც დი­დია ალ­ბა­თო­ბა რომ უკან მობ­რუნ­დეს. სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია და­მი­ნიშ­ნეს. იქ შეს­ვლამ­დე ვფიქ­რობ­დი, რომ რო­გორც კი გა­მო­ვი­დო­დი სა­ო­პე­რა­ცი­ო­დან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი, ბრძო­ლას გა­ვაგ­რძე­ლებ­დი ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის. მა­შინ ჯერ კი­დევ არა­ვინ იცო­და, რომ სიმ­ღე­რა გაგ­ზავ­ნი­ლი მქონ­და. ოპე­რა­ცია კარ­გად დას­რულ­და, ახლა მკურ­ნა­ლო­ბას გავ­დი­ვარ და იმე­დი მაქვს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

მინ­და, რომ მქონ­დეს შან­სი „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ წა­ვი­დე, სხვა­ნა­ი­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ, ისე უნდა ვიმ­ღე­რო, თით­ქოს ეს იყოს ბოლო. ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი, რომ ისე­თი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვუ­ტა­ნო ჩემს სამ­შობ­ლოს რომ ჩემ­მა ქვე­ყა­ნა­მაც მა­ღი­ა­როს რო­გორც ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და ჩემ­მა შვი­ლებ­მაც ია­მა­ყონ ჩე­მით.

- სიმ­ღე­რა რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ?

- რო­დე­საც სიმ­ღე­რა მინ­და, პირ­და­პირ მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს ვწერ. ის სა­ო­ცა­რი კომ­პო­ზი­ტო­რია, მისი სიმ­ღე­რე­ბი გულ­ში და ძარ­ღვში გა­ივ­ლის ხოლ­მე. ზუს­ტად ვიცი, მა­ი­კოს სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა ის სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც „ევ­რო­ვი­ზი­ას“ მო­ი­გებს და თა­თი­აც ძა­ლი­ან მაგ­რად შე­ას­რუ­ლებს...გაგრძელება