მწერალი გიორგი კეკელიძე მეუღლესთან, მარიამ სოსელიასთან ერთად იტალიაში იმყოფება და გამომწერებს მოგზაურობის კადრებს უზიარებს:
"ერთხელ იტალიაში" - წერს გიორგი კეკელიძე.
გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორია. გიორგი სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პოსტები საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იმსახურებს.
გიორგი კეკელიძე ცოტა ხნის წინ დაოჯახდა - ამის შესახებ მწერალმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა.
გიორგი კკელიძე დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წელს. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში. ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა წინაპრების სოფლებში, სურებსა და ნატანებში. 2001–2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
2006 წელს უნივერსიტეტში მეგობრებთან ერთად დაიწყო გამოშვება ჯერ გაზეთის, შემდეგ კი უკვე ჟურნალის, სახელწოდებით „ლილ“. მისი მიზანი იყო, სტუდენტებისთვის ყოფილიყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც არ იქნებოდა მიბმული უნივერსიტეტის და სტუდკავშირის დაფინანსებაზე. მისი არქივი ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.
2012 წელს კეკელიძე გახდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. იგი 27 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა.
2024 წლის 17 იანვარს დაინიშნა „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად და დააფუძნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება.
ზუსტად ერთი თვის წინ, თავი მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა - არ ვიმჩნევდი, მაგრამ ეგრე იყო. ვფიქრობდი, რომ ჩემი მთავარი და არაერთხელ გამხელილი ოცნება - ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ლეგენდარული სამკითხველოს გახსნა, რომელსაც მთელი 11 და ბევრი თვით მეტი წელი წარმოვიდგენდი - თითქოს არც ყოფილა, ისე გაქრა. რთული, ძალიან რთული გზა გამოვიარეთ - დრო დაჭირდა შენობის გამაგრებას - უმძიმესი და დეტალური სამუშაო. მერე ალყა დავარტყით სამკითხველოს - ჯერ წიგნის მუზეუმი გავხსენით, მერე ხელოვნების დარბაზი, მერე ფოლკლორის დარბაზი და ქართული ენის დარბაზიც მოვამზადეთ (წესით მალე გაიხსნება) - ეს ყველაფერი სულ კერძო შეთანხმებების ძალით. ჰოდა, უკვე დიდი პირობა გაჩნდა, რომ ბიზნესი ამ სივრცით დაგვეინტერესებინა და აი, მაისში - შევძელით კიდეც. სულ ბოლო სიახლე ამ კუთხით, გერმანელი რესტავრატორების ჩამოსვლა - 10 იანვარს გამცნეთ, ხოლო 11 იანვარს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე. სწორედ ეგ გამოდგა ძნელი და არც ის მამშვიდებდა დიდად, რომ ,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში", არც ყალბი ალტრუისტული შეგებებები - "მთავარია ხომ გაიხსნება და რა მნიშვნელობა აქვს.." - რგებდა სევდას მაინცდამაინც.
მეორე დილით, ჩემს ტელეფონში რვა ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება დამხვდა. ორი ავირჩიე ( Biblusi • ბიბლუსი სახლი/Sakhli ) მათგან და მესამე ჩემი LIB.GE დავიტოვე. და ხელახლა დავიწყე შენება - არ დამიხარჯავს არცერთი ზედმეტი სიტყვა, იმ რვა წინადადების მიღმა რომ მაცდური მოწვევები იყო სულ სხვა სფეროში - ყველა ვიუარე, მშვიდად დავემშვიდობე თანამშრომლებს და სრულიად მშვიდადვე გიმხელთ, რომ ჩემი აზრით; ვნების სიმძაფრე უფრო საკუთარი თავის გაძლების გამოცდაშია, წამოდგომის უცნაურ და გაუგებარ ძალაში, ფერისცვალების შესაძლებლობის განცდაში - თორემ სამყარო რომ არ არის სამართლიანობის პრინციპზე აწყობილი - არც ახლა, არც ყოფილა და არც იქნება არასდროს - ეგ სიმღერა უკვე წავიმღერე - ცოტა სახალხოდ და მეტად - გულში.
ახლა გაცილებით ძლიერი ვარ.წინ დიდი გზებია!"