TOP 10 პოპულარული ქართველი გოგო ინსტაგრამზე - Marao

TOP 10 პოპულარული ქართველი გოგო ინსტაგრამზე

2025-02-13 13:55:10+04:00

ინფლუენსერებს რომ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც სულ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ, ამაზე აღარავინ დავობს. ბრენდები და კომპანიები აქტიურად იყენებენ ინფლუენსერებს პროდუქტისა და მომსახურების რეკლამირებისთვის. ინფლუენსერები ხშირად გამოხატავენ აზრს სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ საკითხებზეც, ზოგიერთი ინფლუენსერი ჩართულია სოციალურ კამპანიებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, ადამიანთა უფლებები და განათლება. ახალგაზრდები დიდ ყურადღებას აქცევენ ინფლუენსერების შეხედულებებს, რაც გავლენას ახდენს მათ ქცევასა და შეხედულებებზე. ახალი ტენდენციები მოდის, მუსიკის, ტექნოლოგიებისა და ცხოვრების სტილის მიმართულებით ხშირად სწორედ ინფლუენსერების საშუალებით ვრცელდება.

  • 90-იანი წლების ქართველი მომღერალი ქალები: TOP 10 სახე შოუბიზნესში 
  • სამი ქორწინება, ხმაურიანი პირადი ცხოვრება და ცნობილი ოჯახი: თათია შარანგია ეკრანს მიღმა 
  • ბავშვობაში მოსული დიდი წარმატება, კარიერა და დედის ამპლუა - რუსკა ქარქაშაძის პორტრეტი 

გთავაზობთ 10 გამორჩეულ ქართველ ახალგაზრდა ქალს, რომელთა სოციალურ ქსელებსაც ათი ათასობით გამომწერი ჰყავს. 

ლიკუნა ხაჭაპურიძე

likuna

ლიკუნამ შეძლო, რომ გატაცება, რასაც ვიდეოების გადაღება, საკუთარი ყოველდღიურობისა თუ სტილის სხვებისთვის გაზიარება ჰქვია, პროფესიად ექცია და დღეს მასთან არაერთი დიდი თუ მცირე კომპანია და ბრენდი თანამშრომლობს. ის ახლა პარიზის მოდის სკოლაში სწავლობს და პარიზშივე ცხოვრობს, იქ გადაღებულ კადრებს კი სხვადასხვა პლატფორმაზე გამომწერებს ხშირად უზიარებს. 

მარიამ წილოსანი

sunny

ქართველ ინფლუენსერებსა და "იუთუბერებს" შორის მას მარტივად გამოარჩევთ, მშვიდი, სასაიმოვნო ხმა აქვს. "ინსტაგრამი" კი მინიმალისტურ და დახვეწილ სტილში აქვს მოწყობილი. მარიამ წილოსანი ბევრისთვის კი ცნობილი, როგორც "მარისანი", უკვე 2 წელია აქტიურად მართავს თავის სოციალურ ქსელებს.

ქეთი ჟღენტი

qeti

ქეთი ცნობილი მოდელის, ლიკა შენგელიას შვილია. ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭი – მეორე ქორწინებიდან. 

ვიკა კალანდია

vika

ვიკა კალანდია დაიბადა თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

ქართველი მაყურებლისთვის პოპულარული იგი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული თიკას როლით გახდა. 

ნინუცა ორჯონიკიძე

ninuca

ნინუცა ორჯონიკიძე ტელევიზიაში მოხვედრაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა, თუმცა ამ ოცნებისთვის ფრთების შესხმა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოახერხა. ნინუცა არაერთი პოპულარული გადაცემისა და შოუს წამყვანის ამპლუაში ვიხილეთ. ამ ეტაპზე კი ეკრანებზე აღარ ჩანს, თუმცა აქტიური ინფლუენსერია და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, რჩევებსა თუ სიახლეებს. 

ლიკუნა ქორქია

qorqia

ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ქორქია საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი წლების წინ გახდა, როცა ის ეკრანზე პირველად გამოჩნდა. ლიკასთან ერთად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი და, ასევე ტელეწამყვანი ანუკი ქორქია. მიუხედავად იმისა, რომ დები კამერების წინ უკვე იშვიათად ჩნდებიან, მათ მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.

მარიამ სანოგო

sanogo

მარიამ სანოგო საოცარ ფორმაშია და საზოგადოების მხრიდან მუდამ დადებით შეფასებებს იმსახურებს. იგი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ლამაზი ფოტოებით ხშირად ანებივრებს. 

ლიკუნა მეტრეველი

likuna

ლიკუნა მეტრეველი მისი გამომწერებისთვის ცნობილი მოდელისა და ინფლუენსერის ამპლუაში გახდა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ უმშვენიერესი მოდელის პირველი პროფესია იურისტობაა - ის ადვოკატია და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 

მატილდა გვარლიანი

matilda

მატილდა გვარლიანის დებიუტი Haute Couture-ზე Dolce & Gabbana-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. ის ასევე გამოვიდა GCDS 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუზე. 2020 წელს უკრაინული Marie Claire-ის აპრილის ნომრის გარეკანზე ახალგაზრდა ქართველი მოდელი გამოჩნდა.