"სამშობიაროდან როგორც კი გამოვედი ჩემი მუცელი თავის ფორმას დაუბრუნდა. სავარაუდოდ გენეტიკის დამსახურებაა" - ლიზა ჩიჩუა - Marao

"სამშობიაროდან როგორც კი გამოვედი, ჩემი მუცელი თავის ფორმას დაუბრუნდა - სავარაუდოდ, გენეტიკის დამსახურებაა" - ლიზა ჩიჩუა

2025-02-14 11:11:14+04:00

ცოტა ხნის წინ ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მეორე შვილის მშობლები გახდნენ, მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნინა დაარქვეს. "ნინა მაქაცარია, კეთილი იყოს შენი მობრძანება! განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით გაგუას და პროფესიონალთა გუნდს!" - წერდა ირაკლი მაქაცარიამ. 

ამჯერად ლიზა სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს. მისი თქმით, ორსულობის დროს მხოლოდ 7 კილო მოიმატა. 

- მშობიარობის შემდეგ მუცლის ქამარი რეკომენდებულია?

- ბევრმა მომწერეთ ქმარზე. მე არ გამომიყენებია. სამშობიაროდან როგორც კი გამოვედი, ჩემი მუცელი თავის ფორმას დაუბრუნდა. სავარაუდოდ, გენეტიკის დამსახურებაა.

- გაგვიზიარე, რას მიირთმევ დღის მანძილზე;

- კვება გაწერილი არ მაქვს, ყველაფერს მივირთმევ.ბუნებრივ კვებაზე მყავს შვილი, არც ამ თვალსაზრისით არის დიეტის დაცვა რეკომენდებული. ზომიერად ყველაფერი შეგიძლიათ მიირთვათ.

- ირაკლი დაესწრო მშობიარობას?

- დიახ, ორივეს. 

  • რა დაარქვეს გოგონას: ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მეორე შვილის მშობლები გახდნენ 
  • "9 თვის" - ორსული ლიზა ჩიჩუა ახალ ფოტოს აქვეყნებს 
  • "ქალის ყველაზე ლამაზი მდგომარეობა" - ორსული ლიზა ჩიჩუას ახალი ფოტოები 

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია 

"იმე­დია არც ისე აშ­კა­რაა, რომ 17 წლით უფ­რო­სი ვარ, ასე­თი რამ სა­ერ­თოდ არ გვაქვს, რად­გან თუ შენ თვი­თონ გა­ა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, შე­ა­და­რებ სხვა რა­მე­ებს, მა­შინ ეს თემა უფრო ხში­რად დად­გე­ბა. რო­დე­საც ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ვა­ცხა­დეთ, ამას სა­თა­უ­რე­ბის­თვის იყე­ნებ­და სხვა­დას­ხვა მა­ს­მე­დია. მაგ­რამ ახ­ლობ­ლებს შო­რის ეს სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო თე­მაა. ბო­ლოს და ბო­ლოს, იმ­დე­ნის ხარ, რამ­დე­ნიც სა­კუ­თა­რი თავი გგო­ნია... საქ­მე შენს ში­ნა­გან კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეა", - ამბობდა ირაკლი მაქაცარია. 

ირაკლის ფართო საზოგადოება მანამდეც იცნობდა, ლიზა კი ახალ ვარსკვლავად იქცა. მალევე გაირკვა, რომ ის ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შვილია. ლიზას ჰყავს ერთი და, მაშო და ერთი ძმა - სანდრო. 

ლიზა მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ახერხებს, დედობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს, ამაში კი მშობლები და დამხმარეც უწყობენ ხელს. ის ხშირად აზიარებს სიახლეებს საუნივერსიტეტო წარმატების შესახებ და, ამის პარალელურად, სოციალურ ქსელშიც აქტიურია და თანამშრომლობს არაერთ ცნობილ ბრენდთან. 

ლიზამ განმარტა ისიც, რომ დეპრესია არასდროს, არც შვილის გაჩენის შემდეგ არ ჰქონია და პოსტსამშობიარო პერიოდი ჰარმონიულად გაატარა. 

"მთე­ლი ეს 9 თვე ლი­ზას არ უნ­დო­და, რომ მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, უნ­დო­და მას­თან დედა ყო­ფი­ლი­ყო, მე კი გა­რეთ დავ­ლო­დე­ბო­დი. მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და: სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­ვე­დით, მალე პა­ლა­ტა­ში მივ­ხვდით, რომ მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ჩა­ვიც­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ხა­ლა­თი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩნდი მის პა­ლა­ტა­ში. რო­დე­საც ლი­ზამ და­მი­ნა­ხა, ჩემი წას­ვლის დრო აღარ იყო", - იხსენებდა ირაკლი მაქაცარია.