შინაგანი ხმა ჩვენი ყველაზე სანდო გზამკვლევია, რომელიც გვკარნახობს, რა არის უკეთესი ჩვენთვის. როცა ვუსმენთ შინაგან ხმას, ვცდილობთ ვიყოთ უფრო გულწრფელები საკუთარ თავთან. ეს გვაძლევს შინაგან სიმშვიდეს, გვიმტკიცებს თავდაჯერებულობას და საშუალებას გვაძლევს ვიცხოვროთ ჩვენთვის შესაფერისი, ავთენტური ცხოვრებით. არსებობს წიგნები, რომლებიც გვეხმარება, საკუთარი თავის მოსმენის სწავლაში.
ელისაბედ ჯილბერტის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" უკვე ათწლეულებია ინსპირაციის წყაროა იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარ თავში დაკარგული ბედნიერებისა და ჰარმონიის ძიებაშია. ეს არ არის უბრალოდ მოგზაურობის ამბავი, არამედ სულიერი აღმოჩენების წიგნია, რომელიც გვასწავლის, როგორ მოვუსმინოთ საკუთარ თავს, როგორ გავთავისუფლდეთ ჩარჩოებიდან და როგორ ვიპოვოთ ჭეშმარიტი არსი ცხოვრებაში.
საკუთარი თავის მოსმენა – პირველი ნაბიჯია ჰარმონიისკენ
წიგნის მთავარი გმირი, ლიზი, თითქოს იდეალური ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ შინაგანად სიცარიელეს გრძნობდა. ერთ დღესაც, მან გაბედა და სამოგზაუროდ წავიდა – იტალიაში, ინდოეთში და ბალიზე, რათა ეპოვა პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც საკუთარ თავთან ჰონდა და ვერ პოულობდა.

ლიზის მოგზაურობა სამ ეტაპად იყოფა:
- იტალია – სიამოვნების შეგრძნება, ცხოვრების გემო და კვების კულტურა;
- ინდოეთი – სულიერი სიმშვიდე, მედიტაცია და ლოცვა;
- ბალი – ბალანსი, სიყვარული და ურთიერთობები.
სწორედ ამ სამ ეტაპზე გადის ადამიანი მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ახლიდან პოულობს – სწავლობს სიამოვნების მიღებას, იწყებს სულიერად გამდიდრებას და საბოლოოდ პოულობს სიყვარულს.
ლიზი ძლიერი, მაგრამ შინაგანად არეული ქალია, რომელიც ცხოვრების მძიმე ეტაპს გადის – განქორწინება, დეპრესია და საკუთარი თავის დაკარგვა აიძულებს მას, დატოვოს კომფორტის ზონა და სამყარო ახალი თვალით დაინახოს. ის იწყებს მოგზაურობას, რათა იპოვოს ის, რაც მის გულს აკლია – სიამოვნება, სულიერება და ნამდვილი სიყვარული. ეს გზა მას საკუთარ სურვილებთან, ემოციებთან და შინაგან ხმასთან აერთიანებს, რის შედეგადაც ის პოულობს სიმშვიდეს, სიყვარულს და საკუთარ თავს.
ეს წიგნი გვახსენებს, რომ საკუთარი თავს მოსმენა აუცილებელია. ხანდახან ჩვენც უნდა გავჩერდეთ, გავთავისუფლდეთ ყოველდღიური სტრესისგან და დავფიქრდეთ, რისი შეცვლა შეგვიძლია ჩვენი შინაგანი სიმშვიდისთვის. ჩვენ შეგვიძლია დავუსვათ საკუთარ თავს კითხვები:
- რა გვაბედნიერებს?
- რას ვგრძნობთ სინამდვილეში?
- რა გვჭირდება, რომ მშვიდად ვიცხოვროთ?
ელისაბედ ჯილბერტის წიგნი გვთავაზობს იდეას, რომ ბედნიერება ყოველდღიურობაშია. ჩვენც შეგვიძლია შევქმნათ გარემო, რომელიც დაგვეხმარება შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში:
- მოამზადეთ თქვენი საყვარელი ჩაი ან ყავა.
- ჩართეთ მშვიდი მუსიკა.
- მოიწყვეთ კომფორტული ადგილი, სადაც შეძლებთ ფიქრს და წიგნის კითხვას.
- დაწერეთ ფურცელზე თქვენ ფიქრები – რაზე ოცნებობთ, რას გრძნობთ.
ეს შეიძლება იყოს პატარა რიტუალი, რომელიც თქვენს ყოველდღიურობაში დაგეხმარებათ.
"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გვახსენებს, რომ ბედნიერება არ არის ერთი დიდი მიზანი, არამედ ყოველდღიური მომენტებია, რომლებიც ჩვენი შინაგანი ხმების მოსმენით იწყება.
R