ინტერნეტში თეთრ კაბაში გამოწყობილი კიმ კარდაშიანის პაპარაცული ფოტოები გავრცელდა. კადრები მალიბუს სანაპიროზეა გადაღებული. ფოტოებში 44 წლის რეალითი შოუს ვარსკვლავი 32 წლის მსახიობს, მეთიუ ნოსკას კოცნის.
თუმცა ქორწილი ნამდვილი არ არის - კიმ კარდაშიანი რაიან მერფის ახალ სერიალში "ყველაფერი წესის მიხედვით" მიიღებს მონაწილეობას. ქორწილის კადრებიც სწორედ გადასაღები მოედნიდანაა.
![kim](/media/uploads/2025/02-14/51f154ccc7fa-bkgkkscs25021207-1739535598.avif)
![kim](/media/uploads/2025/02-14/images-1739535690.jpeg)
კიმ კარდაშიანი
კიმ კარდაშიანი დაიბადა 1980 წლის 21 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ის არის რობერტ კარდაშიანისა და კრის ჯენერის საერთო შვილი. კიმის დედა ჰოლანდიური, ინგლისური, ირლანდიური და შოტლანდიური ფესვებისაა, მისი მამა კი მესამე თაობის სომეხი ამერიკელი იყო. მშობლები ერთმანეთს 1991 წელს დაშორდნენ, დედა იმავე წელს დაქორწინდა 1976 წლის ზამთრის ოლიმპიურ ჩემპიონ კეიტლინ ჯენერიზე.
კიმ კარდაშიანი ქრისტიანია, ის თავის თავს „ძალიან რელიგიურ ადამიანს“ უწოდებს. 2019 წლის 30 ოქტომბერს, სომხეთში, ეჩმიაძინის მონასტერში მისი სამი უმცროსი შვილი ბაპტისტად მოინათლა.
პირადი ცხოვრება
2000 წელს 19 წლის ასაკში დაქორწინდა მუსიკალურ პროდიუსერ დეიმონ ტომასზე, რომელსაც 2004 წელს დაშორდა. 2011-2013 წლებში დაქორწინებული იყო ამერიკელ NBA-ს კალათბურთელ კრის ჰამფრისზე. 2014 წელს დაქორწინდა ამერიკელ რეპერ კანიე უესტზე რომელთანაც 4 საერთო შვილი ჰყავს. მათი მესამე და მეოთხე შვილი სუროგაციით დაიბადა. 2021 წლის აპრილის მონაცემებით კარდაშიანის ქონება 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ქანიე უესტი
ქანიე ომარი უესტი ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერი, რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და დიზაინერია. პოპულარობა მოიპოვა 2000-იან წლებში. ის დაიბადა ატლანტაში, გაიზარდა ჩიკაგოში და გახდა ცნობილი, როგორც Roc-A-Fella Records-ის პროდიუსერი, თუმცა შემდგომში მან თავისი რეპ-კარიერაც წამოიწყო და 2004 წელს გამოსცა პირველი ალბომი The College Dropout, რომელმაც კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მიერ აღიარება მოიპოვა. შემდეგში მან თავისი ლეიბლი, GOOD Music დააარსა. მის მუსიკაში გამოიყენებოდა როგორც ორკესტრის, ასევე სინთეზატორებისა და Auto-Tune-ის ელემენტები, რაც განსაკუთრებით შეინიშნებოდა ალბომებში Late Registration (2005), Graduation (2007) და 808s & Heartbreak (2008). მისმა მე-5 და მე-6 ალბომებმა: My Beautiful Dark Twisted Fantasy-მ (2010) და Yeezus-მა (2013) ასევე მოიპოვეს კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მოწონება. უესტმა სხვადასხვა მუსიკალური სტილის გამოყენება მის შემდგომ 2 ალბომში, The Life of Pablo-ში (2016) და Jesus Is King-ში (2019) დაიწყო. მისმა მე-10 ალბომმა Donda-მ ასევე მიაღწია კომერციულ წარმატებას, თუმცა კრიტიკოსებისგან შედარებით დაბალი შეფასება დაიმსახურა. უესტის დისკოგრაფიაში ასევე შედის 2 კოლაბორაციული ალბომი. ესენია Watch The Throne (2011) ჯეი-ზისთან ერთად და Kids See Ghosts (2018) Kid Cudi-სთან ერთად.