3 უცნობი ამბავი ვერიკო ანჯაფარიძის შესახებ - Marao

3 უცნობი ამბავი ვერიკო ანჯაფარიძის შესახებ

2025-02-15 19:29:02+04:00

ვერიკო ანჯაფარიძე იყო გამორჩეული, ძლიერი, ინტელექტუალური და საოცრად ქარიზმატული ქალი, რომელმაც ქართულ თეატრსა და კინოში დაუვიწყარი კვალი დატოვა.

ვერიკო ანჯაფარიძე არა მხოლოდ უდიდესი მსახიობი, არამედ თეატრის ნამდვილი რეფორმატორიც იყო. მისი სამსახიობო სტილი გამოირჩეოდა ექსპრესიულობით, ემოციური სიღრმით და საოცარი პლასტიკურობით. ის ერთნაირი ძალით იდგა როგორც სცენაზე, ასევე ეკრანზე. მისი როლები ქართული თეატრის ოქროს ფონდშია შესული.

ვერიკო იყო ქალი, რომელიც არ ექვემდებარებოდა სტერეოტიპებს და ყოველთვის თავისი გზით მიდიოდა. ცხოვრებაში მტკიცე, პრინციპული და თავშეკავებული იყო, თუმცა სცენაზე და კინოში საოცარ ვნებასა და ძალას ავლენდა.ის იყო ლიდერი როგორც სცენაზე, ასევე ცხოვრებაში. მისი გავლენა იმდროინდელ ქართულ თეატრსა და კინოზე იმდენად დიდი იყო, რომ ვერიკოს ხშირად „ქართული სცენის დედოფლად“ მოიხსენიებდნენ.

ნათელა – ვერიკოს საკულტო როლი

კინომოყვარულებისთვის ვერიკო ყველაზე მეტად „გიორგობისთვეში“ ნათელას როლითაა ცნობილი. მისი შესრულება იმდენად ძლიერი იყო, რომ ამ პერსონაჟმა ცოცხალი, რეალური ადამიანის სახე მიიღო. მთელი ცხოვრება თეატრის და კინოს სამსახურში გაატარა. თამაშობდა სხვადასხვა როლს - მეფის ქალიდან დაწყებული, უბრალო გლეხი ქალით დასრულებული და ყველა როლს ერთნაირი ოსტატობით ასრულებდა.

ვერიკო ანჯაფარიძე იყო ქალი, რომელიც ქართულ კულტურას ემსახურა მთელი სიცოცხლე. ძლიერი, თავისუფალი, დაუმორჩილებელი—ის დარჩა ქართული ხელოვნების ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდად და მისი სახელის ირგვლივ სასაუბრო დღესაც ბევრია. 

veriko

ამბები ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრებიდან 

  • უც­ნო­ბი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი

ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე 1900 წლის 23 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და ქუ­თა­ის­ში. თუმ­ცა, ამ ფაქტს ეჭვქვეშ აყე­ნებს ერთი ეპი­ზო­დი ნა­თე­ლა ურუ­შა­ძის მო­ნოგ­რა­ფი­ი­დან "ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე", სა­დაც ასეთ ის­ტო­რი­ას ვკი­თხუ­ლობთ:

"მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის შე­მობ­რძა­ნე­ბა ქუ­თა­ი­სის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ამ სა­ღო­რი­ას ტყე­ში აღ­ნიშ­ნა, სტუ­მარ­თა შო­რის ბრძან­დე­ბო­და აკა­კი წე­რე­თე­ლი. უეც­რად გა­მოჩ­ნდა პა­ტა­რა გო­გო­ნა. ასაკ­მა და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბამ გო­გო­ნა ერ­თბა­შად აქ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრად.

დიდ­მა მგო­სან­მა ხელ­ში აიყ­ვა­ნა იგი და სა­ყო­ველ­თაო დას­ტუ­რი­თა და სი­ხა­რუ­ლით ახა­ლი სა­უ­კუ­ნის კე­თილ ფე­რი­ად გა­მო­ა­ცხა­და: შენ უნდა ასა­ხე­ლო ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სამ­შობ­ლო მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში, კარ­გად და­იხ­სო­მე! ვინ იცო­და მა­შინ, რომ ეს პა­ტა­რა გო­გო­ნა ამ სა­უ­კუ­ნის ლა­მის დამ­ლე­ვამ­დე ივ­ლი­და ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის რთულ გზა­ზე და მთაწ­მინ­და­ზე და­ი­დებ­და სა­ვა­ნეს, რო­გორც უდი­დე­სი მსა­ხი­ო­ბი-მოღ­ვა­წე"...

veriko

სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი იხ­სე­ნებ­და, რომ ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, როცა დე­დის ნივ­თებს ალა­გებ­და იპო­ვა ფოტო, სა­დაც ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე მშობ­ლებ­თან ერ­თად იყო ასა­ხუ­ლი, ფო­ტო­ზე კი წარ­წე­რა: 1898 წელი, ვე­რი­კო 2 წლის".

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­მო­დის, რომ ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე 1898 წელს და­ი­ბა­და.

დღემ­დე არა­ერთ ადა­მი­ანს ახ­სოვს ვე­რი­კოს იუ­ბი­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნამ­დვილ დღე­სას­წა­ულს უდ­რი­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო მსა­ხი­ო­ბის 50 წლის იუ­ბი­ლე, რო­დე­საც ფიქ­რის გო­რა­ზე მდე­ბა­რე მათი სახ­ლთან ვე­რი­კო შე­მოს­ვეს "ვი­ლი­სის" სა­ხუ­რავ­ზე და ისე გა­ა­ტა­რეს მთე­ლი ქუჩა. გზად მსა­ხი­ობს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დახ­ვდა, მე­ზობ­ლე­ბი აივ­ნე­ბი­დან ყვა­ვი­ლებს ყრიდ­ნენ, შემ­დეგ გა­ი­ა­რეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და მის საყ­ვა­რელ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან და­ას­რუ­ლეს მსვლე­ლო­ბა, სა­დაც იუ­ბი­ლე გა­ი­მარ­თა...გაგრძელება