ტელეწამყვანმა, ყველასთვის საყვარელმა სახემ, თაკო კორინთელმა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ არაერთხელ ისაუბრა. მან განმარტა, რომ კონკრეტული მედიკამენტების გამო წონაში საგრძნობლად მოიმატა. მკურნალობამ მისი თმის ხარისხზეც იმოქმედა, ამიტომ თაკომ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და საზოგადოებაში თმის გარეშე გამოჩნდა.
თაკო კორინთელს მხარდაჭერა უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა, მის მიმართ კი დადებით კომენტარებს ადა კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. მიუხედავად ამისა, გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" თაკო საუბრობს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ე.წ. ჯადოს შედეგია:
"ადრე სულ მეცინებოდა ამ თემაზე, მაგრამ ეკლესიაც აღიარებს ამ ყველაფერს. გვინდა თუ არ გვინდა, არსებობს როგორც სიკეთე, ასევე ბოროტება. ადრე იყო საკითხები, რომლებიც სულ სხვანაირად უნდა წარმართულიყო. მერე რომ მივყევი ნაბიჯ-ნაბიჯ, თავიდან დავიწყე რაღაცების გაანალიზება და მივედი დასკვნამდე. ეჭვი რომ შემეპარა, დავიწყე გარკვევა. ამაში პროფესიულად დამეხმარა ჩემი საყვარელი ადამიანი და დამიდასტურა. ის ეჭვები რომ გამიმყარა, უფრო შემეშინდა. არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ უნდა ვებრძოლო. ერთადერთი ჩემი ბრძოლა არის, რომ მართლმადიდებელი ვარ, ვეზიარები. ეს არის ჩემი დაცვა" - ამბობს თაკო კორინთელი.
თაკო კორინთელი
წლების განმავლობაში თაკო კორინთელს ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტგამოკითხვით, ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს. შემდეგ კი კულინარიული გადაცემიდან, რომელიც ტელეკომპანია „პალიტრა ტვ“-ზე მიჰყავდა, პირდაპირ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. ამის მიზეზი ბარბარიკას როლის შემსრულებლის, მარიშკა ჯავახაძის ტრავმა გახდა. მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამიტომ მისი როლისთვის სასწრაფოდ შემცვლელის პოვნა გახდა საჭირო.
![](/media/uploads/2024/10-30/tako-korinteli-1730274442.png)
თაკო კორინთელი ოჯახი
თაკო კორინთელი საყვარელ ადამიანზე – ლევან ნარეშლზე დაქორწინდა და როგორც ამბობს, ოჯახური ცხოვრება იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. მიუხედავად იმისა, რომ თაკოც და მისი ექიმი მეუღლეც საკმაოდ დაკავებული არიან, ერთმანეთისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებენ.
"შეიძლება სადმე ვერ გავიდეთ, მაგრამ სახლში ჩავუსხდებით საყვარელ ფილმს ან ერთად გავაკეთებთ რამეს. საქმეებს ყოველთვის თანაბრად ვინაწილებთ. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს შეყვარებულობის პერიოდში უფრო მეტ დროს ვუთმობდით და ახლა ნაკლებს. როგორც კი საქმეს დავამთავრებთ, მაშინვე სახლისკენ მოვიჩქარით, ერთი სული გვაქვს, ერთმანეთს როდის ვნახავთ. ეს შეყვარებულობის პერიოდშიც ასე იყო და ახლაც ასეა", - ამბობდა თაკო კორინთელი.