დღესასწაული გვანცა დარასელიას ოჯახში: ტელეწამყვანის ოჯახური კადრები მეუღლესა და შვილებთან ერთად - Marao

დღესასწაული გვანცა დარასელიას ოჯახში: ტელეწამყვანის ოჯახური კადრები მეუღლესა და შვილებთან ერთად

2025-02-17 10:45:41+04:00

გვანცა დარასელია უკვე არაერთი წელია, ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. ის მაყურებელმა 2008 წელს გაიცნო და შეიყვარა, როცა ახალგაზრდა ტელეწამყვანი ეკრანზე პირველად გამოჩნდა. 

ამჯერად გვანცა მეუღლესა და შვილს დაბადების დღეს ულოცავს:

"ორმაგი დაბადების დღე" - წერს გვანცა სოციალურ ქსელში. 

gvantsa

  • ახდენილი ოცნება და ოჯახური კადრები პრაღიდან: როგორი იყო გვანცა დარასელიას ახალი წელი 
  • „ჩემი მოტივაცია არის ჩემი შვილების მომავალი, რომელიც მინდა ევროპული იყოს" - გვანცა დარასელია 
  • სიახლეები გვანცა დარასელიას ცხოვრებაში: ახალი ამპლუა, ახდენილი ოცნება და ცხოვრება ეკრანს მიღმა 

გვანცა დარასელია

გვანცა დარასელია 1989 წლის პირველ სექტემბერს დაიბადა. არის ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი. 2008 წელს წარადგინა საქართველო "მის სამყაროზე".  2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში. ჰყავს მეუღლე, ბიზნესმენი ვახო მჭედლიძე და ორი შვილი, ერეკლე და ლილე. 

გვანცა დარასელია ტელეწამყვანის ამპლუას 15 წლის მანძილზე ირგებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მშობლიური არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო: "ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

"ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა. 

გვანცა ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას მისი ოჯახის წარმატების შესახებ საუბრობდა: "ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია.