ქართველ სპორტსმენს, გიორგი ლორიას საზოგადოება კარგად იცნობს. ის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარეა და გულშემატკივართა აურაცხელი არმია ჰყავს. ამჯერად გიორგი ოჯახთან ერთად მოგზაურობს და გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს:
![loria](/media/uploads/2025/02-17/snapinst-1739776267.app_480170534_18443874001077776_7701992141185745977_n_1024.jpg)
![loria](/media/uploads/2025/02-17/snapinst-1739776297.app_479993592_18443900371077776_2733021496534628889_n_1024.jpg)
გიორგი ლორიას კარიერა
გიორგი ლორიამ თავისი საკლუბო კარიერის განმავლობაში ხუთ სხვადასხვა ლიგაში იასპარეზა.
17 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ აკადემიაში გადავიდა, საიდანაც მთავარ გუნდში პირველად 2005 წელს ითამაშა.
„დინამოში“ გატარებული ზედიზედ ცხრა სეზონის შემდეგ, კლუბი 2014 წლის ივლისში დატოვა და თამაში ბერძნულ „ოფი კრეტაში“ განაგრძო.
შემდეგ იყო პირეოსის „ოლიმპიაკოსი“, მაგრამ გუნდიდან მალევე წავიდა.
გამოდიოდა რუსეთის პრემიერლიგის სამარის „კრილია სოვეტოვში“, მაჰაჩყალის „ანჟიში“, მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“.
2019 წლის 4 ივლისს ხელი კვიპროსის „ანორთოსისთან“ კონტრაქტს მოაწერა, სადაც ოთხი სეზონი იყო გუნდის პირველი მეკარე.
ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის ივნისში ლორია თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა და სეზონის ბოლოს, ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. 2024 წლის 15 მაისს ლორიამ „დინამოში“ მე-100 „მშრალი“ თამაში ჩაატარა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ გიორგი ლორია თბილისის „დინამოს“ დაემშვიდობა და კარიერას არადიპუს „ომონიაში“ განაგრძობს — ტრანსფერი კვიპროსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
გიორგი ლორიას ოჯახი
„მეუღლემ მომწერა და მითხრა, ჩემზე თქვი, რომ გიყვარვარო… 10 წელია ერთად ვართ მე და სალი. ადამიანს ჩემი ასე ესმოდეს, იშვიათია. ძალიან მაგრად მიგებს. მეც ვუგებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის უფრო მიგებს ბევრ რაღაცაში. მაგრად მომყვება. რამდენი რამე გამოვიარეთ ერთად. თბილისის "დინამოდან" წასვლით დაიწყო…
მგონი, სიყვარული არ ნელდება. ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სიყვარული სულ თანმდევია. მონატრება არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ის გაანელოს. ჩემთან ერთად არ ცხოვრობს კვიპროსში, მიდის და მოდის, მაძლევს მონატრების საშუალებას. ამას თავისებური მუღამი აქვს. ადრე უფრო ვეუბნებოდი, რომ მიყვარს… სალი, მიყვარხარ…“ - თქვა გიორგი ლორიამ.