ჰოლივუდის ვარსკვლავი ტიმოთი შალამე და კოსმეტიკური ბრენდის დამფუძნებელი კაილი ჯენერი ერთ-ერთ ცნობილ და გამორჩეულ წყვილად იქცნენ. ისინი სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ერთად საჯაროდ. ამჯერად წყვილი BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა.



აღსანიშნავი ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე, წითელ ხალიჩაზე ტიმოთი შალამე კაილი ჯენერის გარეშე გამოჩნდა. ეს ფაქტი კაილი ჯენერმა იმით ახსნა, რომ მას სურდა მთელი ყურადღება ტიმოთიზე ყოფილიყო, როგორც მსახიობზე და არ უნდოდა მისი იქ ყოფნით მათი წყვილი მოქცეულიყო ყურადღების ცენტრში.
ფაქტია, ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი თავს ერთად კარგად გრძნობენ და ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ყალიბდებიან ჰოლივუდში. თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს. სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით კომენტარებს, რომლითაც საზოგადოება წყვილს აკრიტიკებს.
"ის ტიმოთის დედას ჰგავს";
"ბოდიში... მას 12 წლის ბიჭის სხეული აქვს, არაფერია მომხიბვლელი";
"როგორც ჩანს, ჯერ საშუალო სკოლაც არ დაუმთავრებია" - ვკითხულობთ კომენტარებში.

ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი
აღსანიშნავია, რომ თავიდან კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს სიყვარულის შესახებ გავრცელებული ამბების მათი თაყვანისმცემლების უმრავლესობას კი არ სჯეროდა. მეტიც, წყვილის შესახებ სოციალურ ქსელებში არაერთი სახუმარო ფოტო და კარიკატურა შეიქმნა და კაილი და ტიმოთი პოპულარული მიმების გმირებად იქცნენ. 2023 წლის იანვრის ბოლოს კაილი და ტიმოთი პარიზში ჟან-პოლ გოტიეს ჩვენებას დაესწრნენ. მათ სოციალურ ქსელში ერთობლივი ვიდეოც კი გამოაქვეყნეს, რომელიც მალევე წაშალეს. რამდენიმე თვის შემდეგ კი კაილი და ტიმოთი ბიონსეს კონცერტზე ერთად გამოჩნდნენ. ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ და დროს მხიარულად ატარებდნენ.

ამის შემდეგაც წყვილი პაპარაცებმა არაერთხელ დააფიქსირეს. თავად საკუთარი ურთიერთობის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ მათთან დაახლოებული წყაროები აქტიურად საუბრობენ, რომ კაილი ჯენერსა და ტიმოთი შალამეს ერთმანეთთან სერიოზული გეგმები აქვთ.