8 ყველაზე ცეცხლოვანი მსახიობი ჰოლივუდში - Marao

8 ყველაზე ცეცხლოვანი მსახიობი ჰოლივუდში

2025-02-17 18:03:49+04:00

ჰოლივუდის ქალი მსახიობები გამორჩეულები არიან თვალსაჩინო ნიჭით, შრომისმოყვარეობით, გავლენით საზოგადოებაზე და ისტორიული ბარიერების დამსხვრევით.

დღეს ჰოლივუდში ქალებს უფრო მეტად აძლევენ საშუალებას, შეასრულონ ღრმა და ძლიერი როლები. მსახიობები ხშირად თამაშობენ დამოუკიდებელ, მებრძოლ და უნიკალურ ქალებს, რაც ამსხვრევს სტერეოტიპებს.

ჰოლივუდის ქალი მსახიობები არა მხოლოდ გასართობ ინდუსტრიას ცვლიან, არამედ მსოფლიო კულტურასა და საზოგადოებაზეც დიდ გავლენას ახდენენ. 

  • სალმა ჰაიეკი და ფრანსუა-ანრი პინო: სიყვარულის ისტორია 
  • უცხოელი ვარსკვლავების ქართველი ორეულები 

პენელოპე კრუზი

penelope

პენელოპე კრუსმა სამსახიობო კარიერის დასაწყისში აღსანიშნავი როლი შეასრულა რაფაელ ალკაზას ფილმში „ბერძნული ლაბირინთი“. მის პირველ წარმატებად კი ითვლება ბიგას ლუნას „ლორი, ლორი“ (1992), რომლისთვისაც კრუზი ნომინირებული იყო გოიას ჯილდოზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

მარისა პარედესი 

PAREDESI

  • ბრძოლა რასიზმის წინააღმდეგ და ჯაშუშობის ბრალდება: ჰეიზელ სკოტი 

მარისა პარედესი უნდა გვახსოვდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ICONIC ესპანელი მსახიობი, ალმოდოვარის მუზა და შესანიშნავი მსახიობი, თეატრის, ტელევიზიის და მოგვიანებით კინოს დიდებული სახე. 

პარედესმა თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო და 75-ზე მეტ ფილმში იყო გადაღებული, მათ შორის ალმოდოვარის სურათებში "მაღალი ქუსლები", "ყველაფერი დედაჩემის შესახებ", "ჩემი საიდუმლოს ყვავილი".

როზელინ სანჩესი

roselyn

იგი ყველაზე მეტად ცნობილია ელენა დელგადოს როლებით, CBS-ის პოლიციურ პროცედურებზე უკვალოდ (2005–09) და კარმენ ლუნას როლში, კომედიურ-დრამატულ სიტკომში, Deived Maids (2013–16). 

სალმა ჰაიეკი

selma

სალმა ჰაიეკი დაიბადა ქალაქ კოაცაკოალკოსში. დედამისი, დიანა ხიმემენეს მედინა, ესპანური წარმოშობის ოპერის მომღერალია, ხოლო მამამისი, სამი ჰაიეკ დომინგესი, ნავთობის კომპანიის ხელმძღვანელი, ლიბანური წარმოშობისაა. სალმა ჰაიეკი 2002 წელს ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ფილმში „ფრიდა“.

ევა ლონგორია

eba

განსაკუთრებით სახელი გაითქვა გაბრიელ სოლისის როლის შესრულებისთვის ეიბისის სატელევიზიო სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“.

სოფია ვერგარა

sofia

 ცნობილი გახდა 1990-იანი წლების ბოლოს ორი ესპანურენოვანი სატელევიზიო შოუს წამყვანობით. 2000-იანი წლებიდან აქტიურად მოღვაწეობს ჰოლივუდში.

ევა მენდესი

eva

 პირველად მენდესი ტელეეკრანებზე გამოჩნდა Aerosmith-ის მუსიკალურ ვიდეოში ”Hole in My Soul”. მისი პოპულარობა გაზარდა 2001 წლის ფილმმა „საწვრთნელი დღე“.

ჯესიკა ალბა

alba

სამსახიობო კარიერა დაიწყო 13 წლის ასაკში ფილმებით „დაკარგული ბანაკი“ (1994) და „ალექს მაკის საიდუმლო სამყარო“ (1994). პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალ „ბნელ ანგელოზში“ (2000-2002) შესრულებული როლით. განსაკუთრებით ცნობილი როლები ითამაშა ფილმებში: ჰანი (2003), „ცოდვის ქალაქი“ (2005), „ფანტასტიკური ოთხეული“ (2005), „ფანტასტიკური ოთხეული 2“ (2005).