"ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი მსოფლიოში" - ხოსე მუხიკას გამონათქვამები - Marao

"ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი მსოფლიოში" - ხოსე მუხიკას ცხოვრების პრინციპი და გამონათქვამები

2025-02-18 17:55:03+04:00

2010 წლიდან 2015 წლამდე ურუგვაი საოცარი ადამიანის ხელში იყო - ხოსე მუხიკას, მეტსახელად "ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი მსოფლიოში". ეს პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანაში ფართოდ არის ცნობილი ელ პეპეს სახელით, ნამდვილად არის უჩვეულო პირდაპირობისა და სამართლიანობის მაგალითი, რაც, დამეთანხმებით, იშვიათი თვისებაა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის.

ციხეში მუხიკამ 13 წელი გაატარა, მათგან 12 - უფანჯრო სამარტოო საკანში. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 25 წლის შემდეგ ის ურუგვაის პრეზიდენტი და თავისი დროის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი გახდებოდა.

 საკუთარი ხელფასის 90%-ს მუხიკა ყოველთვიურად რიცხავს საქველმოქმედო მიზნებისათვის და იტოვებს მხოლოდ მინიმალურ თანხას ყოველდღიური საჭიროებისათვის. მან უარი თქვა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ცხოვრობს მეუღლის კუთვნილ პატარა ფერმაში, რომელსაც მხოლოდ ორი პოლიციელი იცავს.

  • ცნობილი ბრიტანული სკანდალი - ვინ იყო ჰერცოგინია, რომელსაც ქმარი ნიმფომანიაკობას აბრალებდა 

გამონათქვამები

"მე მეძახიან „ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი“, მაგრამ თავს ცუდად არ ვგრძნობ. ღარიბი ხალხია ის, ვინც მუშაობს მხოლოდ ძვირადღირებული ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად და ყოველთვის მეტი და მეტი უნდა. ეს თავისუფლების საკითხია. თუ ბევრი ქონება არ გაქვთ, მაშინ არ გჭირდებათ მთელი ცხოვრება მონასავით იმუშაოთ მის შესანარჩუნებლად და, შესაბამისად, მეტი დრო გაქვთ საკუთარი თავისთვის."

  • "ისტორია - საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით" - ინდირა განდის გამონათქვამები 

"ჩემი გულის ფილოსოფია არის ლიბერტარიანული . არ მომწონს ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციის იდეა . მჯერა, რომ ერთ დღეს ადამიანური ცივილიზაცია ამას როგორმე გადალახავს."

„ცხოვრება მსოფლიოს შეცვლას მივუძღვენი, არაფერი გამომივიდა, ერთი ისაა, რომ უსაქმოდ არ ვმჯდარვარ“

„არ ვგრძნობ, რომ შევცოდე ბანკების ძარცვით... მშვენიერი განცდაა, როდესაც ბანკში 45-კალიბრიანი პისტოლეტით შედიხარ. ეგრევე პატივისცემით გეპყრობიან“

„სიკვდილით დასჯის შემდეგ მარტოობა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სასჯელია“

  • „მშვიდობას ორი ადამიანი არ სჭირდება; მას მხოლოდ ერთი სჭირდება - ეს შენ უნდა იყო" - ბაირონ ქეითის გამონათქვამები 

„მარტოობის წლები რომ არა, უფრო უმაქნისი, ზედაპირული და არასერიოზული ვიქნებოდი. წარმატებით დავტკბებოდი“

"ძალიან მაწუხებს მომავალი, რომელსაც ვერ ვიხილავ და რომელსაც თავი დავანებე. დიახ, შესაძლებელია გქონდეს სამყარო უკეთესი კაცობრიობით, მაგრამ ალბათ დღეს მთავარი ამოცანა სიცოცხლის გადარჩენაა..."

"ჩვენ არ გვჭირდება ტოლერანტობა მათთვის, ვისაც ვეთანხმებით. ტოლერანტობა არის მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველი, იმის გაგება, რომ ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ ამ სამყაროში."

"ჩვენი ბიოლოგიური მოვალეობაა, უპირველეს ყოვლისა, პატივი ვცეთ სიცოცხლეს, ხელი შევუწყოთ მას, ვიზრუნოთ მასზე"