მარიამ როინიშვილი წლების წინ დაშორდა პირველ მეუღლეს - გიორგი მახარაძეს, რომელთანაც ერთი ქალიშვილი - ელენე ჰყავს. ბოლო პერიოდში კი მარიამი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკთან ერთად. ვახოს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს.

მარიამ როინიშვილი
მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლშიც. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე.
მარიამ როინიშვილი დიდი ხანია, რაც კულტურულ სფეროში საქმიანობს. მას მაყურებელი იცნობს როგორც მომღერალს, თუმცა ,,თეატრში” მსახიობის როლის მორგებაც მოუწია, რაც შესანიშნავად გამოსდის.
"პირველ რიგში, დავიბადე ოჯახში, სადაც მშობლები ამ სფეროსთან ძალიან ახლოს იყვნენ. ეს, თითქოს, თანდაყოლილი იყო და სადღაც უნდა გამეკეთებინა. არ ვიცი, როგორ გამომივიდა, ეს სხვა თემაა. თუმცა, ვფიქრობდი, რომ გამოცდილებიც ფონზე ეს საქმე თავისით გაიკვლევდა გზას და მიხარია, ჩვენს ,,თეატრში", რომ მოხდა.
ჩემთვის ეს ჟანრი ყოველთვის საოცნებო იყო, ჩიკაგო კი საოცნებო მიუზიკლი. ამ წარმოდგენაში მონაწილეობის მიღება ჩემთვის დიდი პატივია. ასე, რომ ყველაზე მეტად ოჯახის ფაქტორმა და იმ გამოცდილებამ იმოქმედა, რომელიც 33 წლამდე დავაგროვე." - ამბობდა მარიამი.
მშობლები
დედა - თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი და პიანისტია. 1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდებები.
გია როინიშვილი - ქართველი მსახიობია. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.