ვაჰიდე ფერჩინი თურქული კინოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელია. ის თურქეთის ყველა დროის ყველაზე ნიჭიერ და წარმატებულ მსახიობად ითვლება.
59 წლის მსახიობმა თურქულ ფილმებსა და სერიალებში არაერთი დასამახსოვრებელი კინოგმირი შექმნა.
ვაჰიდე ფერჩინი

ვაჰიდე დაიბადა იზმირის კარშიიაკას რაიონში , ბერძენი ემიგრანტების ოჯახში. მისი მამა, კადირ ბეი, სატვირთო მანქანის მძღოლი იყო; დედა დიასახლისი ბავშვობა ალსანჯაკში გაატარა. საშუალო განათლების დასრულების შემდეგ სწავლობდა გრაფიკულ დიზაინს. შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ თეატრს მიუბრუნდა და დოკუზ ეილიულის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
სხვადასხვა პერიოდში ვაჰიდე თურქეთის საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტულის მფლობელი გახდა. 2007 წელს ადანას საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე მას საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცა.

2021-2024 წლებში იყო მსახიობთა კავშირის თავმჯდომარე. 2022 წელს მან ითამაშა მოსამართლე გუზიდე ჰანიმი სერიალში Aldatmak , რომელიც ქალი მოსამართლის ისტორიას გვიყვება და ამერიკული სერიალის ანალოგია.
პირადი ცხოვრება
ვაჰიდეს ცხოვრებაში ოფიციალურად მხოლოდ ერთი მამაკაცი იყო - მსახიობი ალტან გერდიუმი, რომელსაც 1991 წელს გაჰყვა ცოლად, რამდენიმეთვიანი ნაცნობობის შემდეგ. გათხოვებისას ქმრის გვარზე გადავიდა და ამიტომ სამსახიობო კარიერა დაიწყო, როგორც ვაჰიდე გერდიუმმა. წყვილი ერთად მუშაობდა ჯერ კიდევ იზმირის თეატრში, მერე კი გადასაღებ მოედანზეც არაერთხელ გადაიკვეთნენ.
ვაჰიდეს ერთი შვილი, ალიზე გიორდუმი ჰყავს. გოგონა 27 წლისაა და პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა როგორც ჩანს, პოპულარული დედის გავლენას ვერ გაურბის და რამდენიმე ეპიზოდური როლით მოგვევლინა სხვადასხვა სერიალში.

დაავადება
2011 წელს მსახიობს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროს მსახიობი მუშაობდა სერიალზე "მე მას ფერიხი ვუწოდე" - მოუწია სერიალის დატოვება, გადაღებებიც შეაჩერეს.
გაიარა ქიმიოთერაპიები, რადიოთერაპიები და 9 თვის განმავლობაში მკურნალობდა. ამ დროს დაკარგა თმაც, წარბები და წამწამები, თუმცა არ ერიდებოდა საჯარო გამოსვლებს, არც პარიკს ატარებდა, ქალებს აძლევდა ბრძოლის მაგალითს და მალე დაუბრუნდა სამუშაოსაც.