ვინი ჰარლოუ, დაიბადა 1994 წლის 27 ივლისს, ტორონტოში, კანადა - იგი დღეს მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ცნობილია თავისი გამორჩეული გარეგნობით, რომელიც ხასიათდება ვიტილიგოთი - კანის მდგომარეობა, რომელიც იწვევს დეპიგმენტურ ლაქებს კანზე.
- "ვიტილოგმ მე გამხადა ცნობილი, მაგრამ ჩემში საინტერესო მხოლოდ ეს არ არის"
დედამისი, ლიზა ბრაუნი, წარმოშობით იამაიკელია, ვინის ორი და ჰყავს. მისთვის ყოველთვის ადვილი არ იყო უნიკალური გარეგნობის მიღება. ვინის ოთხი წლის ასაკში დაუსვეს ვიტილიგოს დიაგნოზი და შედეგად, მისმა კანმა დაიწყო პიგმენტების დაკარგვა მკაფიო ნიმუშებით, ძირითადად სახეზე, ხელებსა და ფეხებზე. ბევრი ბავშვისთვის განსხვავებულობა შეიძლება ტკივილის წყარო იყოს. გამონაკლისი არც ვინი ყოფილა .გარეგნობის გამო სკოლის პერიოდში ბულინგის მსხვერპლიც გამხდარა. ბავშვები მას "ძროხას" და "ზებრას" ეძახდნენ. ამ ყველაფერმა ზიანი მიაყენა მის თვითშეფასებას - ხშირად ცდილობდა კანის დაფარვას მაკიაჟით.

მოდის ინდუსტრია
2014 წელს ვინი რეალითი სატელევიზიო შოუში America's Next Top Model (ANTM) იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში ვერ გაიმარჯვა, განსხვავებული გარეგნობის მოდელი შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
თავისი უნიკალური გარეგნობითა და თავდაჯერებულობით ვინიმ სწრაფად მოიპოვა ცნობილი ფოტოგრაფების, სააგენტოების და დიზაინერების ინტერესი.
მალე სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი. 2015 წლისთვის ვინი საერთაშორისო სენსაციად იქცა.

გარდა მისი წარმატებული მოდელირების კარიერისა, ვინი ჰარლოუ გახდა კანის სხვა დაავადებების მქონე ადამიანების ადვოკატი. თავის პლატფორმას სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ სალაპარაკოდ იყენებს.
ვინი ასევე საუბრობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, იმ ემოციურ ზარალზე, რაც ბულინგმა მიაყენა.
ვინი ასევე გამოჩნდა Vogue Italia-ს, Glamour-ის , Cosmopolitan-ისა და Paper Magazine-ის გარეკანებზე. თანამშრომლობდა მოდის ისეთ მსხვილ სახლებთან, როგორებიცაა H&M , Moschino და Jean Paul Gaultier.
2018 წელს ვინი ჰარლოუმ ისტორიაში დაწერა, როდესაც გახდა ვიტილიგოთი დაავადებული პირველი მოდელი, რომელიც Victoria's Secret-ის ჩვენებაზე გამოჩნდა, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე მოდის ინდუსტრიაში. ეს ეტაპი სიმბოლური იყო, რადგან ასახავდა რამდენად შორს წავიდა ინდუსტრია მრავალფეროვნების ათვისებაში.

პირადი ცხოვრება
პირადი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ურთიერთობა რეპერ ვიზ ხალიფასთან. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გახმაურებულ ურთიერთობაში იყვნენ და მათი კავშირი მედიაში ფართოდ განიხილებოდა. ვინიმ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის კონფიდენციალურობის დონის შენარჩუნება, როდესაც საქმე პირად ცხოვრებას ეხება, განსაკუთრებით მას შემდეგ