გოგო, რომელმაც 56 კგ დაიკლო: ყველაფერი, რაც ბარიატრიული ოპერაციის შესახებ უნდა იცოდეთ - Marao

ვინ არის გოგო, რომელმაც 56 კგ დაიკლო: ყველაფერი, რაც ბარიატრიული ოპერაციის შესახებ უნდა იცოდეთ

2025-02-20 16:15:49+04:00

ჭარბი წონა და სიმსუქნე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ჯანმრთელობის გამოწვევაა 21-ე საუკუნეში. სწრაფი ცხოვრების ტემპი, არასწორი კვება და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ამ პრობლემას უფრო ამწვავებს.

მიზეზებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეიძლება გამოვყოთ: 

  • არაჯანსაღი კვება – გადამუშავებული საკვების ჭარბი მოხმარება, დიდი რაოდენობით შაქარი და ცხიმები;
  • მჯდომარე ცხოვრების წესი – ტექნოლოგიების განვითარებამ შეამცირა ფიზიკური აქტივობა;
  • სტრესი და ფსიქოლოგიური ფაქტორები – ემოციური ჭამა და სტრესთან დაკავშირებული კვებითი დარღვევები;
  • გენეტიკური და ჰორმონალური ფაქტორები – გარკვეული გენეტიკური და ენდოკრინული პრობლემები.

 

  • "ორსულობის პერიოდში 40 კილო მოვიმატე, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა, ბარიატრიისთვის მიმემართა" - როგორ შეძლო ანანო კაკაბაძემ ერთ წელიწადში 50 კილოს დაკლება 

ჭარბ წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები:

  • გულისა და სისხლძარღვთა დაავადებები;
  • დიაბეტი;
  • მაღალი წნევა;
  • დეპრესია და ფსიქოლოგიური პრობლემები.

ჭარბი წონის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გზა დღეს მთელს მსოფლიოსა და, მათ შორის, საქართველოშიც, ბარიარტრიული ოპერაციაა. 

bariatria

რა არის ბარიარტრიული ოპერაცია?

ბარიარტრიული ოპერაცია ქირურგიული ჩარევაა, რომელიც მიზნად ისახავს კუჭის მოცულობის შემცირებას ან საკვების შეწოვის პროცესის შეცვლას. ოპერაციის მიზანია კალორიების მიღების შემცირება, რაც იწვევს წონის კლებას და თანმდევი დაავადებების რისკის შემცირებას.

ვისთვის არის რეკომენდებული ბარიარტრიული ოპერაცია? 

  • მათთვის, ვისაც აქვს სიმსუქნის III ხარისხი (BMI > 40);
  • მათთვის, ვისაც აქვს სიმსუქნის II ხარისხი (BMI 35-40) და თანმხლები დაავადებები (დიაბეტი, ჰიპერტენზია, ძილის აპნოე და სხვა);
  • იმ პირებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს წონის დაკლება ტრადიციული მეთოდებით.

 

  • "ეს იყო ყველაზე რთული გზა, რასაც კი ოდესმე შევჭიდებივარ და ეს ყველაფერი ამ სიხარულად და ახლად დაბადებად ღირდა" - როგორია მომღერალ ლინდა ადამიას წონის კლების გამოცდილება და რას წერს ის სოციალურ ქსელში 

მსგავს ქირურგიულ ჩარევამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რისკებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და შემდგომი ნაბიჯების პროფესიონალებთან ერთად დაგეგმვა. საკუთარ გამოცდილებას ბარიარტრიული ოპერაციის შესახებ გვანცა გიგაშვილი გვესაუბრება, რომელმაც ოპერაცია თურქეთში გაიკეთა: 

gigashvili

გვანცა გიგაშვილის გამოცდილება 

"ოპერაცია წელიწად-ნახევრის წინ გავიკეთე. წონის პრობლემების ბავშვობიდან მქონდა, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად ვებრძოდი მას - დიეტებით, ვარჯიშით, სპორტით, თუმცა შუა გზაში ვნებდებოდი ხოლმე. ჭარბი წონა ცხოვრებაში დიდ პრობლემებს მიქმნიდა - არ მომწონდა, როგორც გამოვიყურებოდი, ჩემს სხეულში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, ამიტომ გადავწყვიტე ამ ოპერაციის გაკეთება. ბევრი არ მიფიქრია, მაღაზიაში კაბას ვიზომავდი, როცა შევხედე ჩემს თავს და ვთქვი, რომ მივდიოდი კუჭის ოპერაციის გასაკეთებლად. აქედან ერთ თვეში ოპერაცია უკვე გაკეთებული მქონდა. ოპერაციამდე ვიწონიდი 116 კილოგრამს, ახლა ვარ 60 კილოგრამი - 56 დავიკელი. ეს ჩემმა მეგობრებმაც არ იციან, პირველად ვამბობ..." 

ნახეთ ვიდეო