"ჩემი ოცნების ქვეყანა" - რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს - Marao

"ჩემი ოცნების ქვეყანა" - რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს

2025-02-21 11:43:38+04:00

რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

ცოტა ხნის წინ რუსკა პირველად გახდა დედა. მას და მის მეუღლეს, ლაშა მოწონელიძეს ბიჭი შეეძინათ. ამჯერად რუსკა მეუღლესთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს და გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს:

ruska

ruksa

რუსკა ქარქაშაძე

რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი. 

  • "ზუკა 1 წლის" - რუსკა ქარქაშაძის შვილი იუბილარია 

 რუსკა ქარქაშაძე 2023 წლის 8 ივნისს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. ქორწილი 300 სტუმრის თანდასწრებით გაიმართა, რომლისთვისაც წყვილი ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა. საზეიმო ღონისძიებაზე მათ შეასრულეს ვალსი და ქართული ცეკვა, რისთვისაც სპეციალური მომზადება გაიარეს. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.

  • ბავშვობაში მოსული დიდი წარმატება, კარიერა და დედის ამპლუა - რუსკა ქარქაშაძის პორტრეტი 

ლაშა მოწონელიძემ რუსკას ხელი სთხოვა იტალიაში, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად მსახიობის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

  • "ბედნიერება" - რუსკა ქარქაშაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს 

„ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია, 32 წლი­საა. ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, -  ამბობდა მსახიობი.