კაცი, რომელმაც დაიპყრო ჰოლივუდი, მაგრამ ვერასდროს იპოვა სიყვარული: ჰოლივუდის ვარსკვლავის ცხოვრება, კარიერა და მიუწვდომელი სიყვარული - Marao

კაცი, რომელმაც დაიპყრო ჰოლივუდი, მაგრამ ვერასდროს იპოვა სიყვარული: ჰოლივუდის ვარსკვლავის ცხოვრება, კარიერა და მიუწვდომელი სიყვარული

2025-02-24 10:40:45+04:00

ლეონარდო დიკაპრიო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ნიჭიერი მსახიობია ჰოლივუდში. დიკაპრიომ კარიერა ბავშვობიდან დაიწყო და მონაწილეობდა ისეთ საკულტო ფილმებში, როგორიცაა „Titanic“, „Inception“, „The Wolf of Wall Street“ და „Shutter Island“. მრავალი წარუმატებელი ნომინაციის შემდეგ, 2016 წელს მან საბოლოოდ მოიპოვა ოსკარი ფილმისთვის „The Revenant“.  დიკაპრიო არა მხოლოდ ცნობილი მსახიობია, არამედ აქტიური გარემოსდამცველიც. 1998 წელს მან დააარსა Leonardo DiCaprio Foundation, რომელიც ეხმარება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, ველური ბუნების დაცვას და მდგრადი განვითარების პროექტებს. მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიო ძალიან პოპულარულია, ის ცდილობს პირადი ცხოვრება მედიისგან მოშორებით შეინარჩუნოს. მას ხშირად აკავშირებენ სხვადასხვა მოდელთან, მაგრამ თავად იშვიათად საუბრობს პირად ურთიერთობებზე. არსებობს ასეთი ხუმრობაც, რომ თუ 25 წელს გადაცდით, ლეონარდოსთვის უკვე "ზედმეტად დიდი" ხართ... ამ შინაარსის წარწერით ხშირად ნახავთ დაბადების დღის ტორტებსაც - მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიო ცდილობს, დაიცვას პირადი სირვცე, ცნობილია, რომ მას რომანი არაერთ ახალგაზრდა ქალთან ჰქონია... 

ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო დაიბადა 1974 წლის 11 ნოემბერს ლოს-ანჯელესში. მისი მამა იყო ვილჰელმ ინდენბირკენი, ხოლო დედა - რუსი ელენა სმირნოვა. ლოს-ანჯელესის ეკლექტურ, მხატვრულ გარემოში გაზრდილი დიკაპრიო პატარა ასაკიდანვე ეცნობოდა გართობისა და კულტურის სამყაროს. 

  • ლეონარდო დიკაპრიოს "წყევლა" - რატომ არ უმართლებთ მსახიობის ყოფილებს პირად ცხოვრებაში
  • 49 წლის ლეონარდო დიკაპრიო 26 წლის რჩეულთან ერთად რომში ისვენებს

leo

ადრეული კარიერა

სამსახიობო კარიერა დაიწყო 1990-იან წლებში გადაღებულ საპნის ოპერებსა და სიტკომებში. მათ შორისაა ტელესერიალი „სანტა-ბარბარა“. ჰოლივუდში მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო „ამ ბიჭის ცხოვრება“, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. მას მალევე მოყვა ფილმი „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. 

leo

  • როგორები არიან ცნობილი ადამიანები ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ბავშვობის ფოტოებში 

1996 წელს დიკაპრიომ ითამაშა რომეო + ჯულიეტაში , ბაზ ლურმანის თანამედროვე ადაპტაციაში. ფილმს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად და მან დიკაპრიოს, როგორც თინეიჯერის გულთამპყრობელის სტატუსი გააძლიერა. 

სახელი გაითქვა ჯეკ დოუსონის როლის შესრულებისთვის ფილმში „ტიტანიკი“ - სწორედ ამ ფილმმა მოუტანა მას ვარსკვლავის სახელი. 

მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიოს პოპულარობა ტიტანიკის შემდეგ გაიზარდა , ცხადი იყო, რომ ის ბევრად უფრო დაინტერესებული იყო სამსახიობო ხელობით, ვიდრე დიდებით. 

leo

1998 წელს დიკაპრიომ ითამაშა ფილმში The Man in the Iron Mask. 2002 წელს გამოჩნდა "ნიუ-იორკის ბანდებში", დრამაში, რომელიც ვითარდება მე-19 საუკუნის ნიუ-იორკში. სკორსეზემ დიკაპრიოს საშუალება მისცა სამსახიობო შესაძლებლობები უკეთ გამოევლინა. ამას მოჰყვა The Aviator (2004), რომელშიც განასახიერა ჰოვარდ ჰიუზი, ექსცენტრიული მილიარდერი და ავიაციის პიონერი. ჰიუზის როლის შესრულებისთვის კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და ოსკარის ნომინაციაც მიიღო. 

პირადი ცხოვრება და აქტივიზმი

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რომანტიკულად იყო დაკავშირებული რამდენიმე ცნობილ ქალთან, მათ შორის მოდელებთან და მსახიობებთან, ის თავის პირად ცხოვრებას საზოგადოების ყურადღების მიღმა ინახავდა. 

დიკაპრიოს ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე განმსაზღვრელი ასპექტი მსახიობობის მიღმა არის მისი ღრმა ერთგულება გარემოსდაცვითი აქტივიზმისადმი. პატარა ასაკიდან დიკაპრიო იყენებდა თავის პლატფორმას კლიმატის ცვლილების, ტყეების გაჩეხისა და გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. 1998 წელს მან დააარსა ლეონარდო დიკაპრიოს ფონდი.

leo

გამონათქვამები

  • „გახსოვდეს, მხოლოდ და მხოლოდ შენ შეგიძლია შეცვალო ყველა სიტუაცია. არავინ და არაფერია დამნაშავე“
  • „ცხოვრებაში იმუშავე მანამდე, სანამ შენს საბანკო ანგარიშზე შენი ტელეფონის ნომრის მსგავსი თანხა არ გექნება, ეს სტიმულს მოგცემს“
  • „ყურადღება იმ ადამიანს მიაქციე, რომელიც გამარჯვების დროს ტაშს არასდროს გიკრავს“
  • „ურთიერთობები ელექტროგაბმულობას ჰგავს. არასწორი კავშირი ელექტროშოკივითაა, ხოლო სწორი ურთიერთობა მთელი ცხოვრება ჩაუქრობლად ანათებს“ 

რატომ არ ჰყავს ლეონარდო დიკაპრიოს შვილები? 

ლეონარდო დიკაპრიომ არასოდეს გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, თუ რატომ არ ჰყავს შვილები, თუმცა ამ თემაზე მრავალი სპეკულაცია და თეორია არსებობს. მსახიობი ცნობილია თავისუფალი ცხოვრების სტილით და ხშირი მოგზაურობებით. ის ხშირად ჩნდება სხვადასხვა მოდელთან ერთად, მაგრამ მისი ურთიერთობები, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. შესაძლოა, იგი უბრალოდ არ თვლის, რომ მზად არის ოჯახური ცხოვრების პასუხისმგებლობებისთვის. ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ არ ისწრაფვიან მშობლობისკენ. დიკაპრიოს არასოდეს გამოუთქვამს სურვილი შვილების ყოლის შესახებ, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ეს არ არის მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი.