„ის ყველაზე შეუპოვარი ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. რობინმა იცოდა, რომ ის გონებაზე კონტროლს კარგავდა და მას ამის შეჩერება არ შეეძლო"- ამბობდა რობინ უილიამსის მეუღლე.
2014 წლის 11 აგვისტოს, 63 წლის ამერიკელი მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მსახიობმა თავი ჩამოიხრჩო.
რობინ უილიამსი
რობინ მაკლორინ უილიამსი დაბადა ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში. დედამისი ლორი მაკლორინი იყო ყოფილი მოდელი ახალი ორლეანიდან. მამამისი რობერტ ფიცჯერალდ უილიამსი იყო Ford Motor Company-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დედის მხრიდან მისი დიდი-დიდი პაპა ანსელმ მაკლორინი იყო მისისიპის სენატორი და გუბერნატორი. უილიამსის გენეალოგია შეიცავდა ინგლისურ, უელსურ, ირლანდიურ, შოტლანდიურ, გერმანულ და ფრანგულ ფესვებს.

აღიზარდა საეპისკოპოსო ეკლესიის წესის მიხედვით. გაიზარდა მიჩიგანში, ბლუმფილდ-ჰილზში, სადაც დეტროიტის სკოლაში სწავლობდა, მოგვიანებით კალიფორნიაში სწავლობდა რედვუდის უმაღლეს სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა კლერმონტის კოლეჯში პოლიტოლიგიის სპეციალობით. შემდეგ, სწავლა განაგრძო ჯულიარდის სკოლაში, სადაც დრამატულ ხელოვნებას დაეუფლა.
1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში ის გამოდიოდა კომედიურ კლუბებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისი დებიუტი კინოში შედგა 1977 წელს, ფილმით Can I Do It…
1991 წელს მან წარმოადგინა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ფილმში Dead Poets Society, სადაც განასახიერა ჯონ კიტინგი, ინგლისური ენის მასწავლებელი. ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მისმა ამაღელვებელმა თამაშმა რეზონანსი გამოიწვია აუდიტორიაში.

დეპრესია
კომედიური გენიოსისა და კარიერული წარმატების მიღმა დეპრესიული პიროვნება იმალებოდა. უილიამსი ღიად ლაპარაკობდა ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ. კარიერის პირველ წლებში ის ებრძოდა ალკოჰოლიზმს.
- „ვფიქრობ, ყველაზე სევდიანი ადამიანები ყოველთვის სხვების გახარებას ცდილობენ."
- ”ყველა, ვისაც შეხვდებით, იბრძვის ბრძოლაში, რომლის შესახებაც არაფერი იცით. იყავი კეთილი. ყოველთვის.”
- ”დრო შესანიშნავი მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ის კლავს თავის ყველა მოსწავლეს.”
- "მე ნამდვილად დაუცველი ვარ და ბევრი შიში მაქვს, მაგრამ გავიგე, რომ ეს შიშები მხოლოდ ცხოვრების ნაწილია“.
- „იცით რა არის მუსიკა? ღმერთის პატარა შეხსენება, რომ ამ სამყაროში ჩვენს გარდა არის კიდევ რაღაც; ჰარმონიული კავშირი ყველა ცოცხალ არსებას შორის,ყველგან, თუნდაც ვარსკვლავებს შორის“.