"ბედნიერი იყავი, ლეა" - მაკა ასათიანის შვილიშვილი იუბილარია - Marao

"ბედნიერი იყავი, ლეა" - მაკა ასათიანის შვილიშვილი იუბილარია

2025-02-24 11:16:06+04:00

მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა. გარდა ამისა, უძღვება ჯანსაღი ტკბილეულის წარმოების ბიზნესს, რაც ახლა მისი მთავარი საქმიანობაა. 

წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. ლეა, ცნობილი ოჯახის მსგავსად, უკვე პოპულარული ბავშვია და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

ამჯერად ნანიკო ლეას დაბადების დღეს აღნიშნავს და სოციალურ ქსელში მის ფოტოებს აქვეყნებს:

lea

leA

  • ზღაპრული ფერია და საოცარი მსგავსება ბებიასთან - მაკა ასათიანის შვილიშვილი, ახალი ფოტოები და ცხოვრების ამბები 

ნანიკო კლდიაშვილი და კახი ჟორდანია 

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის დე­დას, მაკა იო­სე­ლი­ანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ქალი წლე­ბია, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტ "ჯი­პას“ რექ­ტო­რია. უნი­ვე­რსი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბამ­დე კი მუ­შა­ობ­და დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. მა­კას, ნა­ნი­კოს გარ­და, კი­დევ ერთი გო­გო­ნა ჰყავს - ლი­კუ­ნა კლდი­აშ­ვი­ლი.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად მი­ლან­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა... თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა ერთ-ერთ სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში და­ი­წყო. მა­გის­ტრა­ტუ­რა ჯი­პა­ში გა­ი­ა­რა. შემ­დეგ იყო პა­რი­ზი, სა­დაც კორ­დონ ბლუს კუ­ლი­ნა­რი­ის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

  • მეგობრობა, რომელმაც წლებს გაუძლო - თაობის ორი უმშვენიერესი ქალის, მაკა ასათიანისა და თეონა თავართქილაძის მეგობრობის ისტორია და ფოტოები 

ამ­ბობს, რომ ეს იყო მისი ოც­ნე­ბა, ოღონდ ჰო­ბის დო­ნე­ზე... ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ ფიქ­რობ­და, რომ კუ­ლი­ნა­რი­ას პრო­ფე­სი­უ­ლად და­ე­უფ­ლე­ბო­და. დი­ლის 6-დან ღა­მის 10 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და. ნა­ნი­კოს თქმით, ბევ­რჯერ უტი­რია და იქა­უ­რო­ბის მი­ტო­ვე­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სერ­ტი­ფი­კა­ტი მა­ინც აიღო. ნა­ნი­კომ შემ­დეგ პრო­ფე­სი­ად ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გია აირ­ჩია და სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. ახა­ლ პრო­ფე­სი­ას კი ახალ ბიზ­ნესპრო­ექ­ტში იყე­ნებს.

  • ზაფხულის ვოიაჟი და ლეას არდადეგები - მაკა ასათიანის უსაყვარლესი შვილიშვილი და ოჯახური კადრები 

მისი ცხოვ­რე­ბა ორად იყო­ფა, კა­ხიმ­დე და კა­ხის გაც­ნო­ბის შემ­დეგ... შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ კი ამ­ბობს, რომ სა­კუ­თარ თავ­ში ახალ-ახალ შეგ­რძნე­ბებს პო­უ­ლობს. ყო­ველ­თვის სა­ათს უყუ­რებს, რო­დის მივა და დროს ლე­ას­თან გა­ა­ტა­რებს... კახი ჟორ­და­ნი­ას ოჯახს ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი ახ­ლოს სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს. მალე იქორ­წი­ნეს. პა­ტარ­ძალს ქორ­წილ­ში ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის კაბა ეცვა. ამ­ბობს, რომ ეს დღე მის­თვის და მისი მე­გობ­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბად რჩე­ბა.