როგორც ცნობილია, კვარაცხელია სულ ახლახან გახდა PSG-ის ფეხბურთელი და ამ გუნდში მისი დებიუტი უკვე შედგა. პირველ თამაშს კვარას ყველაზე დიდი გულშემატკივრები, დამიანე და ნიცაც ესწრებოდნენ.
ამჯერად ხვიჩა სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს:

.jpg)

ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გულშემატკივრები ხშირად „კვარადონას“ უწოდებენ, დაიბადა 2001 წლის 12 თებერვალს თბილისში. მისი სახელი, რომელიც ქართული საფეხბურთო ნიჭის სინონიმად იქცა, ახლა მთელ ევროპაშია ცნობილი.
ფეხბურთის თამაში ძალიან პატარა ასაკში დაიწყო და მალევე შეუერთდა ქართული კლუბის დინამო თბილისის ახალგაზრდულ რიგებს , სადაც მისი თანდაყოლილი ნიჭი მალევე გამოიკვეთა.
კვარაცხელიას ოსტატობა ბევრი ახალგაზრდა მოთამაშისგან განსხვავდებოდა - მისი დრიბლინგი იყო განსაკუთრებული, ბურთის მჭიდრო კონტროლი მის წლებს აღემატებოდა. 15 წლის ასაკში კვარაცხელიას პოტენციალი უდავო იყო.
კვარაცხელიას პროფესიული მოგზაურობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც მან ხელი მოაწერა პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს საქართველოს ქალაქ ბათუმში დაფუძნებულ კლუბ დინამოსთან. იმავე წლის 29 სექტემბერს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ, ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 1–1 დამთავრდა. ხვიჩა მოედანზე 18 ნომრით შემოვიდა, როდესაც შეხვედრის 62-ე წუთზე აკაკი შულაია შეცვალა და თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც მიითვალა — 83-ე წუთზე მისი პასით ბექა ქავთარაძემ ანგარიში გაათანაბრა და „დინამო“ დამარცხებისგან იხსნა.
პირადი ცხოვრება
ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. გასული წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერდა: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“, – წერდა იტალიური მედია.