8 ახალგაზრდა წყვილი, რომლებსაც ბედნიერი და წარმატებული ოჯახები აქვთ - Marao

8 ახალგაზრდა წყვილი, რომლებსაც ბედნიერი და წარმატებული ოჯახები აქვთ

2025-02-24 17:16:52+04:00

საქართველოში ბევრ ლამაზ წყვილს შეხვდებით, თუმცა ამჯერად გვინდა ყურადღება იმ ადამიანებზე გავამახვილოთ, რომლებსაც საზოგადოებაც იცობს და რომელთა ოჯახებიც სამაგალითოა.

  • ჰოლივუდის ყველაზე შეუფერებელი წყვილები 

გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა

couples

გიორგიმ რამდენიმე წლის წინ ოჯახი შექმნა და წყვილს უკვე პატარა გოგო ნენე ჰყავს. ცხადაძის მეუღლე ჟურნალისტი სალომე ლემონჯავაა. ახლა სალომეც და გიორგიც ტელეკომპანია "ფორმულაში" მუშაობენ.

  • ერთი ფოტოს ისტორია: დენის და მარგარეტ ტეტჩერების ქორწილი 
  • "თემური იყო ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული. მიხეილ თუმანიშვილს უმალავდა ჩვენ სიყვარულს" - ნანი ჩიქვინიძე 

გიორგი და სალომე ერთმანეთს სკოლის პერიოდიდან იცნობენ. წყვილმა რამდენიმეწლიანი შეყვარებულობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. მათ ერთი შვილი, უსაყვარლესი ნენე ჰყავთ.

გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე

couples

გიორგი მახარაძეის პირველი მეუღლე მარიამ როინიშვილი იყო. მსახიობის ახალი რჩეული მარიამ ნადირაძეა. მარიამსა და გიორგის ერთი ქალიშვილი, ნიკა ჰყავთ.

ანი ბებია და ილო ბეროშვილი

couples

ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას პირველი შვილი, ჯერი, ორი წლის წინ შეეძინათ. სულ ცოტა ხნის წინ მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც სემი დაარქვეს.

ლაშა გურგენიძე და თაკო მჭედლიშვილი

couples

ლაშა გურგენიძე და თაკო მჭედლიშვილი 6 წელია, ერთად არიან, თუმცა ლაშამ თაკოს ოფიციალურად ხელი იანვრის თვეში, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში, პირდაპირი ეთერის დროს სთხოვა.

მარიტა ჯანაშია და თემო საჯაია

couples

მომღერალ თემო საჯაიასა და მოდელ მარიტა ჯანაშიას ოჯახური ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გამომდინარე იქიდან, რომ წყვილის სიყვარული ეკრანზე დაიწყო და მაყურებელი ორივეს მანამდეც იცნობდა, მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ასეა დღემდე.

რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე

couples

რუსკა ქარქაშაძე 2023 წლის 8 ივნისს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. ქორწილი 300 სტუმრის თანდასწრებით გაიმართა, რომლისთვისაც წყვილი ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა. საზეიმო ღონისძიებაზე მათ შეასრულეს ვალსი და ქართული ცეკვა, რისთვისაც სპეციალური მომზადება გაიარეს.

მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი

couples

მარიამ როინიშვილი წლების წინ დაშორდა პირველ მეუღლეს - გიორგი მახარაძეს, რომელთანაც ერთი ქალიშვილი - ელენე ჰყავს.  ბოლო პერიოდში კი მარიამი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკთან ერთად. ვახოს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. 

ლიკუნა მეტრეველი და ვასო ფხაკაძე

couples

ლიკუნა მეტრეველი სამოდელო სფეროში 2012 წელს გაიცნეს და მას შემდეგ ამ მიმართულებით არაერთი წარმატებაც ჰქონია, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის მის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მსახიობ ვასო ფხაკაძეზე იქორწინა.