ძველი თაობის 8 გამორჩეული ტელეწამყვანი - Marao

ძველი თაობის 8 გამორჩეული ტელეწამყვანი

2025-02-24 18:00:05+04:00

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ საინფორმაციო, ანალიტიკური და პოლიტიკური გადაცემების ქალი წამყვანების სიას, რომლებმაც მათი ნიჭითა და გარეგნობით თავი წლების წინ შეგვაყვარეს. 

  • ორი ქორწინება, რადიკალური გადაწყვეტილება და ცხოვრების საინტერესო ამბები: ეკა ამირეჯიბის ცხოვრება 

ნინო თოლორდავა

nino

ნინო უკვე წლებია ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტია. ნინო თოლორდავას პირველი მეუღლე  ზაზა ხაზალია იყო. ნინოს მეორე ქმარი კი ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი და­ვი­თა­ი­აა. მას ბიზ­ნე­სი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აქვს.

ახლახან სუროგაციის გზით ვაჟი, თადა-ერეკლე შეეძინათ. ნინო ამბობდა, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო. "სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი­დევ ერთხელ გავ­ხდე­ბი დედა. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი დღეს გახ­და 24 წლის და კი­დევ ვხდე­ბი დედა", - ამბობდა ის. 

მაია ასათიანი

maia

  • ეკა ხოფერია: მოგზაურობა ჟურნალისტიკიდან საჯარო სამსახურამდე, პროფესიული წარმატება და პირადი ცხოვრება 
  • „7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ, ყველაზე რთული ღამეა ჩემთვის" - მაია ასათიანი 

მაია ასათიანი 1977 წელს თბილისში დაიბადა. უმეტესად ცნობილია, როგორც აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი. იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი, უფრო ადრე კი - საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.

რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი

ინგა გრიგოლია

inga

ქართველი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაიბადა 1971 წლის 8 მარტს თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა ტელევიზიებში: „რუსთავი 2“, „მზე“, „იმედი“. იყო ტელეგადაცემების – „პირველების“, „რეაქციისა“ და თოქ-შოუ „იმედის კვირის“ ავტორი და წამყვანი. ამჟამად არის „TV პირველის“ გენერალური პროდიუსერი. 2016 წლიდან ამავე ტელეკომპანიის გადაცემა „დღის ამბებისა" და გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი. დაჯილდოებულია თამარ მეფის ორდენით.

თეა გვასალია

tea

თეა გვასალიას ქართულ ტელევიზიაში, შეიძლება ითქვას, საკუთარი ეპოქა ჰქონდა. გადაცემა "ამბობენ" იმ დროისთვის გამორჩეული პროექტი იყო, რომელიც უცხოეთისა და საქართველოს შოუბიზნესის სიახლეებს გვაცნობდა. ალბათ, პოპულარული ფრაზები ამ გადაცემიდან დღემდე ბევრ თქვენგანს ახსოვს. მათ შორის, ახალი თაობისთვისაც განსაკუთრებით საყვარელი - "ავთო ცქვიტინიძისა და ბადრი პატარკაციშვილის დისშვილის, ხათუნა თოთლაძის რომანტიკულ ურთიერთობას ლოგიკური გაგრძელება - ქორწილი მოჰყვა, სადაც ჩვენც აღმოვჩნდით..."

ნინო არაზაშვილი

nino

ნინო არაზაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ტელეჟურნალისტიკის სპეციალობით 1996 წელს, გავლილი აქვს საქართველოს სომელიეთა ასოციაციასთან არსებული "თბილისის ღვინის სკოლა" ზოგადი კურსი სომელიეთათვის 2010 წელს. ნინო არაზაშვილს აქვს მონაწილეობა მიღებული არაერთ ცნობილ პროექტში, მათ შორის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ერთობლივ პროექტ (ქართული პროექტი) 2011-2012 წლებში. მას ასევე გავლილი აქვს აშშ-ს საელჩოს მედია კურსი "თანამედროვე მედიის გამოწვევები" 2013 წელს (ნიუ-იორკი, ვაშინგტონი).

ნინო ქაჯაია

nino

დაამთავრა ჟურნალისტიკის სკოლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1995-2005 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში. 2006–2008 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი.

ეკა ხოფერია

eka

ეკა ხოფერია, დაიბადა 1972 წლის 9 ივლისს, თბილისში -  გამორჩეული ქართველი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ მედიასა და პოლიტიკაში, კერძოდ, 2020 წლის 29 დეკემბრიდან 2023 წლის 31 ივლისამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი. 

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ხოფერია ჩართული იყო სხვადასხვა მედიაპროექტში, მათ შორის ტელეწამყვანის და ჟურნალისტის როლში. იგი ასევე ასოცირდება City Magazine-თან, გამოცემასთან, რომელიც ფოკუსირებულია ურბანულ კულტურასა და ცხოვრების წესზე.

ნათია ლაზაშვილი

natia

ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი ტელეკომპანიის დაფუძნებიდან მუშაობდა "რუსთავი 2"-ში. ის 1995-2006 წლებში უძღვებოდა არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. 2006 წელს მან ტელეკომპანია დატოვა სხვა წამყვან ჟურნალისტებთან ერთად.

ამის შემდეგ ტელეეკრანზე 2012 წელს დაბრუნდა "მეცხრე არხის" ეთერში, თუმცა მალევე დატოვა ტელევიზია და პიარ-სამსახურში გადაინაცვლა.