აჩიკო სოლოღაშვილი საზოგადოებამ პირველად ტელევიზიით გაიცნო, როგორც წამყვანი. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მისი მონაწილეობა გასართობ გადაცემებში, მათ შორის „სხვა შუადღე“ და „არ გაჩერდე“, სადაც მან თავისი ხალისიანი და ენერგიული სტილით მაყურებელს თავი კიდე უფრო შეაყვარა.
ფართო აღიარება და პოპულარობა სოლოღაშვილს მოუტანა სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები“, ამ სერიალის პერსონაჟმა დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლებისგან და ამ ტელესერიალის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ აქცია.
არჩილ სოლოღაშვილი 1979 წლის 13 ნოემბერს დაიბადა. მომავალი მსახიობი 1995-2000 წლებში სწავლობდა თეატრალურ სკოლა-სტუდია „ბერიკებში“.
1999 წელს დაამთავრა შოთა მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებელი ქართული ქორეოგრაფიის განხრით. 2005 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, 2006 წელს კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 2003–2006 წლებში იყო თეატრალური სარდაფის მსახიობი.
არჩილ სოლოღაშვილი 2006 წლიდან არის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. 2010 წელს შეასრულა „სანდროს“ როლი, ფილმში „ოცნების ქალაქი“. 2013 წელს მიიღო თეატრალური პრემია „დურუჯი“, ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“, სპექტაკლში „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“.
აჩიკო სოლორაშვილი ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ ხშირად არ საუბრობს, მაგრამ მეგობრებს ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს დროდადრო უზიარებს. ლევან სოლოღაშვილი ძალიან ჰგავს ცნობილ ძმას. როგორც ცნობილია, ლევან სოლოღაშვილი პროფესიით არქიტექტორია და ამ მიმართულებით მუშაობს. ძმისგან განსხვავებით, ლევანი სოციალურ ქსელში აქტიური არ არის და კამერების წინაც მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ჩნდება.
აჩიკო სოლოღაშვილმა დამოუკიდებელი ცხოვრება საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო. იხსენებდა, რომ 19 წლის იყო, როცა სახლიდან წავიდა და საკუთარ თავზე ზრუნვა თავად გადაწყვიტა:
„პატარა ვიყავი, როდესაც წავედი სახლიდან. დავიწყე სამსახური და ჩემს თავს მივეცი ამის უფლება. 19 წლის ვიყავი. იყო მსუბუქი, მაგრამ მუქარა; იყო თბილი საუბარი, "იქნებ არ გინდა დედიკო, ვინ გაგირეცხავს, ვინ გაჭმევს, ვინ გასმევს"… იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა ამის გაკეთება. მერე მივხვდი, რომ მე ძალიან მინდოდა და მათი ტკივილები მეორეხარისხოვანი იყო, ვიდრე ჩემი ლტოლვა დამოუკიდებლობისადმი. მერე იყო დღეში რამდენიმე ზარი, ეს-ემ-ესი. რა ქენი, ჭამეო? მეტი გაღიზიანება და მზრუნველობა გამოიწვია. სახლში როცა ვიყავი, შეიძლებოდა არ დაერეკათ და არ ეკითხათ, მშიერი ვიყავი თუ არა. არ მინდოდა, ჩემი ოჯახისთვის მეტი ტკივილი მიმეყენებინა. გარკვეული ეტაპის მერე მიიღეს ეს მოცემულობა…“
არჩილის მეუღლე ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძეა. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნო. როგორც არჩილი მოგვიანებით ინტერვიუში იხსენებდა, ნუცა პირველად თეატრის ეზოში, პრესკონფერენციის დროს დაინახა, სადაც ჟურნალისტებიც იყვნენ დაბარებულები. ნუცა ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის - გოგი ქავთარაძის შვილიშვილია.
"გასტროლზე ვიყავით ხორვატიაში. როდესაც დავბრუნდით, თეატრის ეზოში პრესკონფერენცია იყო, დაიბარეს ტელევიზიები. მაშინ ისე მოხდა, რომ მაგიდასთან შემოქმედებითი ჯგუფი ვიყავით. მოვიდა ინტერვიუების დრო, მანამდე ვხედავდი, რომ ვიღაც მაგარი რუჯით, გრძელით თმით დარბოდა. მიიქცია ჩემი ყურადღება. მაშინ უბრალოდ რესპონდენტი ვიყავი, რომელიც ნუცამ ჩაწერა..."
ამის შემდეგ არჩილმა "რუსთავი 2"-ში დაიწყო მუშაობა, დილის გადაცემაში. ჩათვალეს, რომ გადაცემისთვის კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი იყო საჭირო და დაამატეს კიდეც, მათ შორის იყო ნუცაც.
"ნუცა ბათუმიდან იყო ახალი ჩამოსული, მაშინაც მაგარი დამწვარი იყო და ზედმეტი რუჯისგან სახეზე ლაქა ჰქონდა. თავის მოვლა ჩემი საყვარელი მხარეა. იმ წუთას აღმომაჩნდა სახის ზეთი, რომელიც ამ ლაქის მოსაშორებლად მივეცი ნუცას... შემდეგ დავმეგობრდით და მერე უკვე მოვედით აქამდე, სადაც ახლა ვართ" - ამბობდა სოლოღაშვილი.
არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის ვაჟი, ალექსანდრე 2021 წლის გაზაფხულზე დაიბადა. სანი მშობლებისთვის ნანატრი შვილია - მის დაბადებას ნუცა და აჩიკო 8 წლის მანძილზე ელოდნენ. სახელიც შესაბამისი შეურჩიეს - სანი - პატარა ალექსანდრემ მათი ცხოვრება მართლაც მზით გაანათა და ახლა მშობლები მის ფოტოებსა და ვიდეობს სოციალურ ქსელშიც ხსირად აქვეყნებენ.