გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე - მაგრამ ვერ მოახერხა საპრიზო ადგილის დაკავება.
ცნობილი ტელეწამყვანი პოპულარობას ყოველთვის ინარჩუნეს და მუდამ არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გვანცა დარასელიას დედა - ნატა ღეჩუაშვილი პროფესიით ექიმია, ტატიშვილის კლინიკის რადიოლოგი.

"ბედნიერება ის კი არ არის, რომ გვანცა პოპულარულია, მიხარია, რომ ის საზოგადოებას უყვარს. ამას ჩემი პაციენტებისგან ვიგებ, რომლებიც კლინიკაში მოდიან, - უდიდეს სითბოს გამოხატავენ ხოლმე. მეუბნებიან, რომ არის ჭკვიანი, განათლებული... დედას მეტი რა უნდა?" - ამბობდა ნატა ღეჩუაშვილი.

პროფესია
გვანცა დარასელია ტელეწამყვანის ამპლუას 15 წლის მანძილზე ირგებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მშობლიური არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო: "ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.
"ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.
გვანცა დარასელიას ქმარი
გვანცას მეუღლე ყოფილი მორაგბე, ვახო მჭედლიძეა. ამჟამად ის ბიზნესმენია და ბედი პოლიტიკაშიც სცადა. წყვილმა ერთმანეთ ერთ-ერთი საღამოზე გაიცნეს, სადაც გვანცაც მღეროდა. ტელეწამყვანის გარეგნობითა და ხმით მოხიბლულმა ვახომ მისი გაცნობა გადაწყვიტა და ყველაფერი ასე დაიწყო.

„ეს სიყვარული, რასაც მე ვგრძნობ მეუღლის მიმართ, არის ყველაფერზე მაღლა მდგომი, რომელმაც ბევრი რამ გადაგვატანინა და ასე მოგვიყვანა აქამდე...მე ცოტა უკარება ადამიანი ვიყავი, ახლაც დისტანციური ადამიანი ვარ, მიჭირს შევიდე ადამიანთან ნდობაში... მაქსიმალურად ვირიდებდი თავიდან, თუმცა თავბრუ დამახვია თავისი სიყვარულით... მაშინ 20 წლის ვიყავი.
მე მაქვს ცოტა დამთმობი ხასიათი... მას კი ყველაფერი ჩვენთვის უნდა, ყველაფერი ჩვენთვის ხდება. ეს ძალიან გაძლიერებს ქალს... ზრუნვა და ჩემი პიროვნების აღიარება ხდება, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია", – ამბობდა გვანცა.