ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ყოფილ მეუღლესთან კაროლინა სელიკოსტან დაშორების შესახებ ისაუბრა:
"მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო ჩემი ქორწინების გადასარჩენად, მაგრამ ერთი რამ ვისწავლე: ვერ აიძულებ ვინმეს, დარჩეს შენთან, თუ მას უკვე გადაწყვეტილი აქვს წასვლა. 2015 წელს ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ მისთვის ზედმეტად იდეალური ვიყავი და აღარ უნდოდა ცოლ-ქმრობა. მე ჩავეჭიდე ბრძოლის იდეას, იმის ჩვენებას, რომ შეგვეძლო დაგვებრუნებინა ის, რაც გვქონდა. წავიკითხე წიგნი, რომელიც გვთავაზობდა 40-დღიან გამოწვევას პარტნიორის დასაბრუნებლად; მე ეს ორჯერ გავაკეთე. საჩუქრები, წერილები, მოულოდნელი სიურპრიზები... მაგრამ საბოლოოდ, ის უბრალოდ იმეორებდა: 'მე აღარ მინდა.'ეს სასტიკი დარტყმა იყო. როგორც ქრისტიანისთვის, განქორწინება ჩემს გეგმებში არ შედიოდა. ბიბლია ამბობს, რომ ქორწინება სამუდამოა, მაგრამ რა უნდა გააკეთო, როცა მეორე ადამიანს აღარ სურს გაგრძელება? ვიბრძოდი ბოლომდე, სანამ არ გავიგე მთავარი: სიყვარულს ვერ აიძულებ." - ამბობს ფეხბურთელი.
ცნობისთვის, სელიკო კაკას ბავშვობის სიყვარულია და მასთან 2005 წელს იქორწინა.

რიკარდო კაკა
რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე ბრაზილიაში, 1982 წლის 22 აპრილს, სიმონე და კრისტინა ლეიტეების ოჯახში დაიბადა.
მისი ზედმეტსახელი „კაკა“ ბრაზილიაში ჩვეული შემოკლებაა სახელი რიკარდოსათვის, თუმცა რეალური წარმოშობა ამ ზედმეტსახელისა მის უმცროს ძმას, ასევე ფეხბურთელს, დიგაოს უკავშირდება; მას პატარაობისას რიკარდოს წარმოთქმა უჭირდა და ენის გაუტეხელობის გამო კაკას ეძახდა.
კაკას დებიუტი ბრაზილიურ „სან-პაულუში“ შედგა 2001 წელს, მაშინ ფეხბურთელი 18 წლის იყო. იმ სეზონში კაკამ 27 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა, ხოლო მომდევნო სეზონში — 10. მისმა შედეგიანმა თამაშმა ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია და მილანი აღმოჩნდა პირველი კლუბი, რომელმაც შეძლო კაკას დათანხმება და კონტრაქტის გაფორმება 2003 წლის ზაფხულში. კაკა მალევე იქცა მილანის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად. სეზონში მისი ბრწყინვალე გამოსვლის წყალობით, მილანურმა კლუბმა სერია A-ს ტიტულის მოპოვება და უეფა-ს სუპერთასზე გამარჯვება შეძლო. მან 30 მატჩში 10 გოლის გაიტანა.
"ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის გვერდში მედგნენ, მათი დამსახურებაა რომ მე მაღალ დონეზე შევძელი თამაში. ჩემს კარიერაში ყოფილა ბევრი ბედნიერი დღე, ასევე ბევრი მძიმე დღეც. 18 წლის როდესაც ვიყავი, ჩემი მშობლების სახლში წავედი დასასვენებლად, სადაც აუზში ცურვისას დავარტყი თავი, წამიყვანეს სან პაულოს საავადმყოფოში საერთოდ ვეღარ გავივლიდი, ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო" - იხსენებდა კაკა.