"თითქმის ექვსი თვეა, გაჩერებული ვარ, დიდი სტრესია…" - რატომ გამოუშვეს თედო ბექაური თეატრიდან - Marao

"თითქმის ექვსი თვეა, გაჩერებული ვარ, დიდი სტრესია…" - რატომ გამოუშვეს თედო ბექაური თეატრიდან

2025-02-26 11:53:13+04:00

თედო ბექაური ახლახან თეატრიდან გამოუშვეს, სადაც მცირე როლებს ასრულებდა ხოლმე. ამ ყველაფრის შესახებ მან რადიო "ფორტუნასთან" ისაუბრა.

„მცხეთის თეატრში ვიყავი ცოტა ხანს, მაგრამ გამომიშვეს. რუსთაველის თეატრის პატარა სცენაზე ვითამაშე სპექტაკლი, ერთ-ერთმა რეჟისორმა დისერტაცია დაიცვა და სპექტაკლი დადგა. ეს რომ გაიგეს, მცხეთის დრამატული თეატრიდან გამომიშვეს, ეგონათ, რომ იქაც ხელფასზე ვიყავი. თეატრის ხელმძღვანელმა დამირეკა, იქ რომ მთავარ როლს თამაშობ, ჩვენთანაც უნდა ითამაშოო. მომეცით და ვითამაშებ-მეთქი, ვუპასუხე. ხვეწნას ნამდვილად ვერ დავუწყებდი როლებზე. მცხეთაში წასვლა-წამოსვლაზე მთელი ხელფასი გზაში მეხარჯებოდა.

  • "სტატუსების მიუხედავად, ადამიანობა არ უნდა დაკარგო" - თედო ბექაურის გულახდილი ინტერვიუ 

დიდად აღარ ჩავძიებივარ, მცირე როლები ვითამაშე და იქ ყოფნა დიდად არაფერს მაძლევდა. მე უფრო მეტად კინოხელოვნება მიყვარს. ბავშვობიდან კინოში ვარ და სხვანაირად ვგრძნობ თავს კამერის წინ, ვიდრე სცენაზე.  სამწუხაროდ, კინოსთან დაკავშირებით ძალიან რთულად არის საკითხი. ბევრი პროექტი გაჩერდა, რეჟისორებიც ვეღარ აკეთებენ ვერაფერს. არანაირი შემოთავაზება არ არის.

  • "ხალხმა თავად მოიკლო და ესემესები მე მიგზავნა, მათი დახმარებით მოვიგე ბინა და მას ვერანაირად გავყიდი" - თედო ბექაურის რთული გზა წარმატებამდე 

თითქმის ექვსი თვეა, გაჩერებული ვარ, დიდი სტრესია… სულ სახლში ვარ, საქმე რომ არ გაქვს, რთულია, მით უმეტეს, ხელოვანისთვის. როცა ასე გიყვარს შენი საქმე. მე სხვა ვერაფერს გავაკეთებ…

  • თედო ბექაური მეორე შვილის მამა გახდა: "შოკში ვარ, ყველაფერი კარგადაა“ 

გარიყულივით ვარ…

ბაკურიანში მოგებულ ბინას ვაქირავებთ და ეს არის ჩვენი შემოსავალი. თბილისში ქირით ვართ", - განაცხადა თედო ბექაურმა. (წყარო)

bekauri

თედო ბექაური

თედო ბექაურმა 2009 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ შესრულებული როლით თავი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნო. ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კ/ფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ნაჩვენები იყო ოცდაათამდე ქვეყანაში, ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე. თედო ბექაურმა შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) (2010) – ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში, 2010) – ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და სხვ.

"მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გია. ერთ დღეს, თბი­ლის­ში, თვა­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა დე­დამ, სა­დაც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი გი­ორ­გი ოვაშ­ვილს, რო­მელ­საც შვი­ლე­ბი ჰყავ­და ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი. ამ შეხ­ვედ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა. ვი­ზი­ტის მო­ლო­დინ­ში ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ქალ-ვაჟ­მა მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ცელ­ქობ­დნენ. ბიჭს ხელ­ში რა­ღაც სა­თა­მა­შო ეჭი­რა, თა­მა­შობ­და, უცებ გო­გომ გა­მოს­ტა­ცა და თავ­ში ჩა­არ­ტყა. ამა­ზე გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე. თურ­მე სწო­რედ ამ სი­ცი­ლით მი­ვიქ­ციე რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა. მო­ვი­და, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. მერე დე­და­ჩემს გა­ე­სა­უბ­რა და გა­და­წყვი­ტეს, სინ­ჯებ­ზე მი­ვეყ­ვა­ნე." - იხსენებდა თედო.