ანა ვინტურის მოდის წესები: როდის არ უნდა ჩაიცვათ ჯინსი - Marao

ანა ვინტურის მოდის წესები: როდის არ უნდა ჩაიცვათ ჯინსი

2025-02-26 13:16:42+04:00

ცნობილი მოდის რედაქტორი, ანა ვინტური მოდის სამყაროში ყველაზე ძლიერი ქალის სახელით სარგებლობს. როგორც მის გარდერობში, ასევე გარეგნობაში დომინირებს ელეგანტური კაბები, ბლუზები, პალტოები, ასევე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

Vogue-ის რედაქტორმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კლასიკური სტილის მიუხედავად, ძალიან უყვარს ჯინსი, თუმცა ზოგჯერ მის ჩაცმას თავს არიდებს:

მაგალითად, როდესაც სტუმრობთ ბუკინგემის სასახლესა და თეთრ სახლს, ისევე როგორც სხვა ადგილებს, სადაც ჯინსები უკიდურესად არასასურველია.

ანა იმასაც ამბობს, რომ ჯინსი არ არის შესაფერისი მაშინ, როცა რჩეულის მშობლებთან შეხვედრას აპირეთ. ის გვირჩევს, რომ შარვალი აუცილებლად გასათვალისწინებელია, მაგრამ შეარჩიეთ კომფორტული ფართო მოდელი ან ქვედაკაბა თქვენი ფიგურიდან გამომდინარე.

  • ენ ჰეთეუეი „ეშმაკი ატარებს პრადას“ საკულტო პერსონაჟის, ანდრეა საქსის სამოსით გამოჩნდა - მსახიობმა ადგილი ანა ვინტურის გვერდით დაიკავა 
  • 5 რჩევა 70 წლის ანა ვინტურისგან: როგორ გამოვიყურებოდეთ ელეგანტურად

vinturi

აი 10 წესი, რომლებსაც იგი მიჰყვება ანა ვინტური და რომლებიც შეიძლება ყველასთვის სასარგებლო იყოს

  • ყოველთვის იყავი ორი ნაბიჯით წინ

ვინტური არასდროს ელოდება ტრენდების ჩამოყალიბებას-ის თავად ქმნის მათ. მისი ხედვა მოდის სამყაროში ყოველთვის ორი ნაბიჯით წინ არის, რაც წარმატების მთავარი გასაღებია.

  • საკუთარ სტილს თავად ქმნი 

ანა ვინტური ყოველთვის ატარებს მუქ სათვალეებსა და დახვეწილ კოსტიუმებს. ის არასდროს ემორჩილება ცვალებად მოდას-შექმენი შენი უნიკალური სტილი და ის შენს სავიზიტო ბარათად იქცევა.

  • მიიღე სწრაფი და მყარი გადაწყვეტილებები

მას არ უყვარს დროის კარგვა და ყოველთვის სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესსა და შემოქმედებით სფეროებში.

  • შეინარჩუნე სიმტკიცე და დისციპლინა

ვინტური ძალიან მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. დისციპლინა და შრომისმოყვარეობა ნებისმიერი წარმატების საფუძველია.

  • იმუშავე საუკეთესოებთან ერთად 

მისი სტრატეგია საუკეთესო ადამიანების გუნდში შეკრებაა. წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ არ ხარ გარშემორტყმული ნიჭიერი და ერთგული ადამიანებით.

  • არასოდეს შეგეშინდეს რისკის

ვინტური არ შეუშინდა მოდის სამყაროში რევოლუციური ცვლილებების შეტანას. ის ყოველთვის მზადაა ახალი იდეებისთვის და ინოვაციებისთვის.

  • პრეზენტაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შინაარსი

მისი აზრით, როგორ წარადგენ საკუთარ თავს და შენს ნამუშევარს, ისეთივე გადამწყვეტია, როგორც თავად პროდუქტი.

  • ყოველთვის მოემზადე შესაბამისად

ის არასოდეს მოდის შეხვედრაზე მოუმზადებელი. სრულყოფილი ცოდნა და მომზადებულობა გაძლევს საშუალებას, იყოთ ლიდერი ნებისმიერ სფეროში.

  • ნდობა-საკუთარი თავის და სხვების

ვინტური ირჩევს, ენდოს თავის ინტუიციას და თანამშრომლებს. ძლიერი ლიდერი ნდობას აყალიბებს, რაც გუნდურ მუშაობას აძლიერებს.

  • ყოველთვის იზრუნე განვითარებაზე

მიუხედავად მისი დიდხნიანი კარიერისა, ანა ვინტური მუდმივად სწავლობს და ეძებს ახალ იდეებს. წარმატება მოდის მათთან, ვინც მუდმივად ვითარდება.

vinturi

ანა ვინტური

ანა ვინტური 1949 წელს ლონდონში დაიბადა. გოგონა პატარაობიდანვე დაინტერესებული იყო მოდით და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტიკით, რადგან მამამისი ცნობილ ინგლისურ გაზეთს London Evening Standard მართავდა.

  • ანა ვინტური: როგორ გამოიყურებოდა მოდის ლეგენდა კარიერის დასაწყისში 

ვინტურმა აღნიშნა, რომ მის პროფესიულ არჩევანზე გავლენა მამამისმა მოახდინა, რომელიც ჟურნალ Evening Standard-ის რედაქტორი იყო. 15 წლის ვინტური მამის ხელშეწყობით ცნობილ ბუტიკში დასაქმდა. მშობლების სურვილით, მან მოდის დიზაინის სწავლა დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა, რის შესახებაც აღნიშნა, რომ მოდის სწავლას შეუძლებლად მიიჩნევს. მისი ცნობილი ფრაზაა: „მოდა ან გესმის, ან – არა.“ მალევე ვინტურმა შეყვარებულის, რიჩარდ ნევილის,ხელშეწყობით ჟურნალში Oz დაიწყო მუშაობა.

სკოლის დამთავრებისთანავე, ანამ ლონდონის მოდური ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჟურნალ Harpers & Queen-ის მოდის განყოფილების ასისტენტი გახდა. სამი წლის შემდეგ ვინტური მთავარი რედაქტორის მოადგილედ დაინიშნა, მაგრამ ახალ რედაქტორთან კონფლიქტმა სამსახურის დატოვება აიძულა.

1978 წელს ჟურნალი Viva არამომგებიანობის გამო დაიხურა. ვინტურმა დროებით მუშაობისგან შესვენება გადაწყვიტა. იგი დაშორდა ბრედშოუს და ფრანგ პროდიუსერთან, მიშელ ესტებანთან, დაიწყო ურთიერთობა და ორი წლის მანძილზე პერიოდულად ხან ნიუ-იორკში, ხანაც პარიზში ცხოვრობდა. ვინტურმა მუშაობა 1980 წელს განაახლა. იგი ჟურნალში Savvy მოდის რედაქტორი გახდა, რომლის სამიზნე აუდიტორიას ფინანსურად დამოუკიდებელი კარიერაზე ორიენტირებული ქალბატონები წარმოადგენდნენ.

ამის შემდეგ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მუშაობა Harper's Bazaar-თან დაიწყო. 1988 წელს კი მისი ოცნება ახდა: 34 წლის ასაკში ანა ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორი გახდა და ამ პოზიციას დღემდე იკავებს.