ორი შვილი, ხმაურიანი კარიერა და ბედნიერი ოჯახი: როგორია სოფო ხალვაშის გზა სიმღერიდან პოლიტიკამდე - Marao

ორი შვილი, ხმაურიანი კარიერა და ბედნიერი ოჯახი: როგორია სოფო ხალვაშის გზა სიმღერიდან პოლიტიკამდე

2025-02-26 15:56:04+04:00

სოფო ხალვაში 1986 წლის 31 მაისს, ბათუმში დაიბადა. მუსიკა მის ოჯახში ცენტრალურ როლს თამაშობდა. მამამ, პროფესიონალმა მუსიკოსმა, სოფოში ადრეული ასაკიდანვე ჩაუნერგა მუსიკისადმი ღრმა სიყვარული. 

სოფო ხალვაში

 სოფო ხალვაში სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, მათ შო­რის იყო "ნუ­ცას სკო­ლა“ იმედ­ზე... ის იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც 2007 წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლო წა­რად­გი­ნა, სოფო ხალ­ვა­ში იყო ასე­ვე კონ­კურს "ახა­ლი ტალ­ღის“ პრი­ზი­ო­რიც.

  • სამი ქართველი - სამი გამორჩეული სახე: ვინ წარადგენს საქართველოს 2025 წლის "ევროვიზიაზე"? 

sopo

  • რომელი ცნობილი სახეები დაესწრნენ პრეზიდენტის ინაუგურაციას და რა ეცვათ ვარსკვლავებს კახეთში? 
  • რატომ ტოვებს სოფო ხალვაში საქართველოს? 

"ძალიან ხშირად ვფიქრობ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. დავხუჭავდი თვალებს და წარმოვიდგენდი, რომ სცენაზე ვიდექი. ჩემი ყველა ოცნება ამას უკავშირდებოდა - სხვა ვერაფერი წარმომედგინა. როცა სახლში რაღაცაზე მეჩხუბებოდნენ, ან რამე მეწყინებოდა, შევიდოდი ოთახში, კარს ჩავკეტავდი, პიანინოზე ვუკრავდი და ვმღეროდი. გულს ვაყოლებდი, ამაში ვიცლებოდი და ვწყნარდებოდი" - იხსენებდა სოფო. 

  • მომღერლობიდან ბათუმის მერის მოადგილეობამდე - სოფო ხალვაშის სტილის ევოლუცია (ფოტო) 

2006 წლის სიმღერის კონკურსში იურმალაში მესამე ადგილი დაიკავა. მომღერალს ფესტივალმა „ახალმა ტალღამ“ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა არა მარტო სამშობლოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ მომდევნო წლებში საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული „ახალ ტალღა 2007“-ზე  და „ახალ ტალღა 2008“-ზე.

პირადი ცხოვრება

პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე მყოფ­მა სოფო ხალ­ვაშ­მა ცნო­ბი­ლი ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის რეზო ძო­ძუ­აშ­ვი­ლის ვაჟ­ზე - მი­შა­ზე იქორ­წი­ნა.  სოფო მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დილის წამყვანისა და მუსიკალური გამფორმებლის პოზიციაზე მუშაობდა.

sopo

"ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, იმდენად არ გვიფიქრია წვრილმანებზე, რომ ახლაც ვერ ვახერხებთ იმის გადმოცემას, რა მოხდა. კონკურსზე ვიყავი, იმ ეიფორიაში ჩართული, სხვანაირად აჟიტირებული და პარალელურად ხდებოდა რაღაც, რაც გარკვეული არ იყო. ჩვენი ურთიერთობა მაშინვე არ გარკვეულა" - ამბობდა სოფო. 

2013 წელს მე­დი­ა­ში სკან­და­ლუ­რი ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და... თით­ქოს სოფო ხალ­ვა­ში ქმარს გა­შორ­და. მა­ლე­ვე სოფო და მიშა შე­რიგ­დნენ და სა­ცხოვ­რებ­ლად ბა­თუმ­ში გა­და­ვიდ­ნენ. მალე მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ... "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ სოფო ხალ­ვა­ში ჯერ აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მოჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მი­იწ­ვი­ეს...