ჯორჯ კლუნი, ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი - ჰოლივუდის სამყაროში სამმა კაცმა ლეგენდარულ სტატუსს მიაღწია, არა მხოლოდ მათი ნიჭის, არამედ მარადიული ხიბლის, ჭკუისა და გარეგნობის გამო.
მისი ეკრანული მიმზიდველობის გარდა, ბრედს ჰქონდა მშვიდი, ინტროსპექტიული მხარე. იგი გატაცებული იყო არქიტექტურით, უყვარდა სამყაროს შესწავლა და თავისი დროის დიდი ნაწილი ჰუმანიტარულ მიზნებს უთმობდა.
პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი. მისი პირადი ცხოვრება მსოფლიოს მედიის მიერ ფართოდ შუქდება.
პიტმა პუბლიკის ყურადღება მიიპყრო მეორე ხარისხოვანი როლით ფილმში „თელმა და ლუიზა“. მისი სასიყვარულო სცენა დეივისთან, სადაც პიტი გვევლინება წელს ზევით შიშველი, კოვბოის ქუდში, პიტის როგორც „სექს სიმბოლოს“ სტატუსს განსაზღვრავს.
კლუნი დაიბადა 1961 წლის 6 მაისს ლექსინგტონში, კენტუკი. მისი დედა, ნინა ბრიუსი სილამაზის დედოფალი და ქალაქის საბჭოს წევრი იყო, მამა კი ცნობილი ტელეწამყვანი.
კლუნიმ პოპულარობა მოიპოვა, როდესაც ენტონი ედვარდსთან, ჯულიანა მარგულისთან და ნოა უაილთან ერთად ითამაშა დოქტორ დუგ როსის როლი NBC-ის სამედიცინო დრამაში ER 1994 წლიდან 1999 წლამდე. სერიალზე მუშაობისთვის, კლუნმა მიიღო ემის ჯილდოს ორი ნომინაცია დრამატულ სერიალში მთავარი როლის შესრულებისთვის.
ER-ის დატოვების შემდეგ, კლუნი ითამაშა კომერციულად წარმატებულ ფილმებში, მათ შორის ვოლფგანგ პეტერსენის ფილმში The Perfect Storm (2000), რომელიც წარმატებული იყო სალაროებში. იმავე წელს მან ითამაშა ძმები კოენების სათავგადასავლო კომედიაში O Brother, Where Are Thou? (2000) ჯონ ტურტუროს, ტიმ ბლეიკ ნელსონთან და ჯონ გუდმენთან ერთად .
ლეონარდო დიკაპრიო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ნიჭიერი მსახიობია ჰოლივუდში. დიკაპრიომ კარიერა ბავშვობიდან დაიწყო და მონაწილეობდა ისეთ საკულტო ფილმებში, როგორიცაა „Titanic“, „Inception“, „The Wolf of Wall Street“ და „Shutter Island“. მრავალი წარუმატებელი ნომინაციის შემდეგ, 2016 წელს მან საბოლოოდ მოიპოვა ოსკარი ფილმისთვის „The Revenant“. დიკაპრიო არა მხოლოდ ცნობილი მსახიობია, არამედ აქტიური გარემოსდამცველიც. 1998 წელს მან დააარსა Leonardo DiCaprio Foundation, რომელიც ეხმარება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, ველური ბუნების დაცვას და მდგრადი განვითარების პროექტებს. მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიო ძალიან პოპულარულია, ის ცდილობს პირადი ცხოვრება მედიისგან მოშორებით შეინარჩუნოს. მას ხშირად აკავშირებენ სხვადასხვა მოდელთან, მაგრამ თავად იშვიათად საუბრობს პირად ურთიერთობებზე. არსებობს ასეთი ხუმრობაც, რომ თუ 25 წელს გადაცდით, ლეონარდოსთვის უკვე "ზედმეტად დიდი" ხართ... ამ შინაარსის წარწერით ხშირად ნახავთ დაბადების დღის ტორტებსაც - მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიო ცდილობს, დაიცვას პირადი სირვცე, ცნობილია, რომ მას რომანი არაერთ ახალგაზრდა ქალთან ჰქონია...