ეველინ ნესბიტი ხშირად მიიჩნევა პირველი სუპერმოდელად, რადგან ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მასობრივი კულტურის სახე გახდა. მისი პოპულარობა მოდის, ხელოვნების და სკანდალური ცხოვრების შერწყმის შედეგად გაიზარდა.
რა აქცევს ქალს სუპერმოდელად? რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზე, მაგრამ კიდევ არის რამდენიმე დეტალი - ქარიზმა, მოდის ინსტინქტი, გამძლეობა, სექსუალური მიმზიდველობა... ამ ყველაფრის სინთეზი ეველინ ნესბიტმა შესანიშნავად წარმოაჩინა.
ეველინ ნესბიტი დაიბადა 1884 წლის 25 დეკემბერს პენსილვანიის პატარა ქალაქ ტარენტუმში, მუშათა კლასის ოჯახში. მისი გასაოცარი სილამაზითა და თანდაყოლილი მომხიბვლელობით, იგი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი გახდა.
მისი ადრეული ცხოვრება სავსე იყო გაჭირვებით. ეველინის მამა გარდაიცვალა, როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, დედამ ოჯახი გადაასახლა პიტსბურგში, სადაც ახალგაზრდა ეველინის სილამაზე მალევე შენიშნა ფოტოგრაფმა.. ეს მისი კარიერის დასაწყისი იყო.
14 წლის ასაკში ეველინი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც სწრაფად მიიპყრო მაღალი საზოგადოების მამაკაცების ყურადღება და გახდა მხატვრებისა და ფოტოგრაფების მოდელი. მისმა საოცრად დახვეწილმა გარეგნობამ, ფერმკრთალი კანით, მუქი თმით და გაფართოებული თვალებით, იგი იმ დროის ყველაზე ცნობილი მხატვრების მუზად აქცია.
ის ასევე პოპულარული სახე იყო მრავალი ჟურნალის ილუსტრირებულ გარეკანებზე, მათ შორის Vanity Fair, Harper's Bazaar, The Delineator და Ladies' Home Journal.
რამდენიმე წლის შემდეგ ნესბიტი შეხვდა არქიტექტორს და ნიუ-იორკელ სოციალისტს სტენფორდ უაითს, რომლის ფირმის პროექტები მოიცავდა რამდენიმე საკულტო შენობებს, მათ შორის მედისონ სკვერ გარდენს, ტიფანის, ვაშინგტონის მოედნის თაღს და კორნელიუს ვანდერბილტის სასახლეს.
უაიტი თავდაპირველად ახალგაზრდა ნესბიტის ცხოვრებაში ავისმომასწავებელი ფიგურა იყო, მაგრამ მალე მისი შეყვარებული და ქველმოქმედი გახდა - გოგონას და მის ოჯახს ექსტრავაგანტული საჩუქრები და ელეგანტური ბინა გადასცა. მას შემდეგ, რაც მათი ერთწლიანი ურთიერთობა დასრულდა და ნესბიტი დაქორწინდა მილიონერ ჰარი კ თოუზე, თუმცა მოვლენები დრამატულად განვითარდა. ეჭვიანობით გაბრუებული თოუ ერთ საღამოს უაითს მიუახლოვდა და ახლო მანძილიდან ესროლა.
შემდგომმა სასამართლომ, რომელიც „საუკუნის სასამართლოს“ სახელით არის ცნობილი საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა. პროცესზე ეველინი მეუღლეს იცავდა და ამბობდა, რომ მან დანაშაული სწორედ მისი დაცვის მინით ჩაიდინა. სასამართლო პროცესი იმით დასრულდა, რომ ჰარი თოუ გიჟად გამოცხადდა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეველინის რეპუტაცია კი სამუდამოდ შეილახა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ეველინი საზოგადოებისთვის საინტერესო ფიგურად რჩებოდა. გლამურის მიღმა ეველინის პირადი ცხოვრება მტკივნეული დანაკარგებისა და ღალატების სერია იყო. იგი ებრძოდა დეპრესიას და ფინანსურ არასტაბილურობას.
მსოფლიოს პირველი სუპერმოდელი 1967 წელს, 82 წლის ასაკში, გაჭირვებაში გარდაიცვალა.