ნინო ცქიტიშვილი MM6 Maison Margiela-ს Fall 25-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

ნინა ცქიტიშვილი
ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
ნინო ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი
ვატო ნაცვლიშვილი ყოფილი კალათბურთელია. თბილისის “მართვე” (1990-93), თბილისის “კაქტუსი” (1993-95), ამერიკის “ბოსტონკოლეჯი” (1995-96), თბილისის “ვითა” (1996-97), ბულგარეთის “ვარნა” (1997-98), თურქეთის “კარშიაკა” (1998), ესპანეთის “ლოს ბარიოსი” (1999), ისრაელის “ჰერცელია” (1999-2000), ბათუმის “ბასკო” (2000-01), პორტუგალიის “ოლივეირენშე” (2001-03), საფრანგეთის “დიჟონი” (2003-იდან), საქართველოს ნაკრების წევრი (1994 - 2007).
ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (2004), საფრანგეთის თასის და სუპერთასის მფლობელი (2006), პორტუგალიის ჩემპიონატის ორგზის მეორე პრიზიორი (2002, 03), პორტუგალიის თასის ორგზის (2002, 03) და სუპერთასის მფლობელი (2003), ბულგარეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი (1998), საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1996, 97, 01). პორტუგალიისა (2002) და ბულგარეთის (1998) ჩემპიონატების საუკეთესო კალათბურთელი.
მარჯიელა
მარტინ მარჯიელას შემთხვევაში შემოქმედება იყო მისი წარმატების ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი. ის ირეკლავდა მის პიროვნებასაც და სათქმელსაც. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ რაც არ უნდა გენიალური შემოქმედი იყო, აღიარების მოპოვებაში საკუთარი თავის საზოგადოების წინაშე წარმოჩენაც დიდ როლს თამაშობს.
12 წელია, რაც მოდიდან წავიდა, მაგრამ მის მიმართ ინტერესი არ გამქრალა და მისი არსებული გავლენის შემყურე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც გაქრება. ასეთი ადამიანის თითოეული სიტყვა განსაკუთრებით ფასობს.
რამდენიმე წლის წინ ბელგიის მოდის დაჯილდოებაზე მარჯიელა Jury Prize-ით დაჯილდოვდა.
„ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და ნამდვილად საპატიოა ამ ჯილდოს მიღება ჩემს მშობლიურ ქვეყანაში. განსაკუთრებით იმიტომ რომ უკვე ათი წელია, რაც მოდაში აღარ ვარ. ამ საღამოს 1983 წელი მახსენდება, როცა აქ ბრიუსელში ჩემი პირველი აღიარება მოვიპოვე: ‘Golden Spindle-ს’ მეორე პრიზი, რომელიც ერთადერთმა უცხოელმა ჟიურის წევრმა გადმომცა, ჟან პოლ გოტიემ."