"ვარ ერთი გიჟი ქალი, მაგრამ არა სულელი" - ია ფარულავას საინტერესო ინტერვიუ - Marao

"ვარ ერთი გიჟი ქალი, მაგრამ არა სულელი" - ია ფარულავას საინტერესო ინტერვიუ

2025-02-28 12:00:57+04:00

ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა 5 თებერვალს იუბილარია. ის 58 წლის გახდა. ია უკვე მრავალი წელია, მაყურებლისთვის საყვარელი და, ამავდროულად, საინტერესო ფიგურაა. მას საკუთარი ცხოვრების, განვლილი გზისა თუ ოჯახის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ. ამჯერად იას საინტერესო ინტერვიუს შემოგთავაზებთ:

თქვენ ია ფარულავა ხართ...

- ერთი გიჟი ქალი, მაგრამ არა სულელი.

მთავარი მოგონება ბავშვობიდან...

- სკოლის პერიოდი,როცა ბატონი შალვა ამონაშვილი გვასწავლიდა.

როდესაც პირველ კარიერულ ნაბიჯებს იხსენებთ...

- ძალიან მინდოდა ცნობილი ვყოფილიყავი. მახსოვს პირველ ფილმში, როცა სინჯებზე სხვა გოგონებიც მოიყვანეს, ყველაფერი გავაკეთე, რომ ის როლი მიმეღო.

თავგადასავალი დაიწყო, როდესაც...

- როდესაც ამერიკაში წავედი და მივხვდი, რომ არაფერი გამაჩნდა, ვიყავი მარტო. ფინანსური დახმარებაც არ მქონდა, მივხვდი, რომ ეს ჩემი გამოცდის პერიოდი იყო. 

ამბავი, რომელმაც შეგცვალათ...

- რამდენიმეა: თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება, ამერიკაში წასვლა, დე ნიროსთან შეხვედრა, საქართველოში დაბრუნება.

 პერსონაჟი, რომელსაც ჰგავხარ...

- არავის არ ვგავარ. საკუთარ თავს ვგავარ მხოლოდ. საკუთარი თავის ამოცნობა ხანგრძლივი პროცესია. 

ერთი რჩევა..

- ეძია და ჰპოვე, უკან არ დაიხიო.

  • ია ფარულავას ევოლუცია - როგორ იცვლებოდა მსახიობი წლების განმავლობაში 

ია ფარულავა

ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. მისი სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას, თიკოს როლი შეასრულა. 

  • "სჯობს, შენს პატარა ქვეყანაში იყო ვარსკვლავი..." - ია ფარულავა ჰოლივუდიდან წამოსვლისა და საკუთარი კარიერის შესახებ 

მამამისი, ოთარ ფარულავა, ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე იყო. მისი პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ, რის გამოც ია ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს. 

  • TOP 10 ქართველი ქალი ყველაზე გამორჩეული გემოვნებით 

ია ფარულავას ბავშვობა ფერად და მხიარულ პერიოდად ახსოვს, სადაც ხელოვნება და კულტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მამის გავლენით, ის და მისი ძმა ხშირად ათვალიერებდნენ რენესანსის მხატვრების ნამუშევრებს და უსმენდნენ კლასიკურ მუსიკას, რაც მათ ესთეტიკურ აღქმაზე დიდ გავლენას ახდენდა. 

ია ფარულავას ერთ-ერთ ინტერვიუში დედასაც იხსენებდა და ამბობდა, რომ განსაკუთრებული გარეგნობის ქალი იყო: "დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო - მოდელი და მოცეკვავე. დედასაც ვგავარ და მამასაც. როდესაც მოსკოვში მოდის ჩვენება გაიმართა, ამ ჩვენებაში მონაწილეობას დედაჩემიც იღებდა. ტოქსიკური დედა იყო - თვითონ ვერ განახორციელა თავისი დიდი ოცნებები, არაჩვეულებრივად მღეროდა. ეგზოტიკური გარეგნობა ჰქონდა. თავისი თავის რეალიზება ვერ შეძლო და ამიტომ ცოტა ტოქსიკური იყო. თავისი მიზნები შვილებს გადასცა - და ჩვენც ისეთები გავხდით, როგორიც მას სურდა".