მსოფლიოში იშვიათად თუ ნახავთ ადამიანს, ვისაც ბრიტანელი მსახიობის კეტრინ ზეტა ჯონსისა და მაიკლ დუგლასის სიყვარულის ისტორია არ სმენია.
მიუხედავად მათ შორის 25 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, მათი კავშირი ადასტურებს იმ აზრს, რომ სიყვარულს შეუძლია გადალახოს ასაკი, მანძილი და ყველანაირი დაბრკოლება.
შეხვედრა
მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის სიყვარულის ისტორია გარკვეულწილად არატრადიციულად დაიწყო. ისინი პირველად 1998 წელს საფრანგეთში, დოვილის კინოფესტივალზე შეხვდნენ. მაიკლი, გამოცდილი ჰოლივუდის მსახიობი და პროდიუსერი, უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავი იყო. კეტრინი კი მაშინ ახალბედა მსახიობად ითვლებოდა.

ამბობენ, რომ პირველი შეხვედრისას მაიკლმა მომავალ მეუღლეს ასეთი ფრაზა უთხრა: "მე შენი შვილების მამა ვიქნები". მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ეს შეიძლება გაბედულად და თავხედურად ჟღერდა, მაიკლი აშკარად მოხიბლული იყო კეტრინით და მზად იყო, მის გულისთვის რისკზე წასულიყო.
მიუხედავად ამისა, მათი ურთიერთობა მაშინ არ დაწყებულა, რადგან მაიკლი განქორწინების პროცესში იყო.
"ჩვენ ერთმანეთს 1996 წელს შევხვდით, მაიკლს ვუთხარი, რომ მისი ნახვა მსურდა და მახსოვს ცოტა ვნერვიულობდი კიდეც, არ ვიცოდი ჩემთან შეხვედრაზე რას ფიქრობდა"- გაიხსენა კეტრინ ზეტა ჯონსმა ლარი კინგთან ინტერვიუს დროს.
ქორწინება
მალე გაზეთების პირველ გვერდზე დუგლასისა და ჯონსის ფოტოები გამოქვეყნდა წარწერით: "ისტორიულად ხნიერი კაცი და ახალგაზრდა ქალი ერთად არიან". მათ შორის ამხელა სხვაობა საზოგადოებასაც უკვირდა, რადგან კეტრინის მშობლები და მაიკლი ტოლები არიან, თუმცა მათ შორის 25-წლიანი სხვაობა ყოველთვის მხოლოდ ციფრები იყო.
1999 წელს მაიკლმა ქეთრინს ხელი სთხოვა. „მინდა, რომ ჩემი შვილების დედა იყო“ - უთხრა მსახიობმა მომავალ მეუღლეს.

მაიკლმა საყვარელ ქალს 10 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, ბეჭედს 28 პატარა ბრილიანტის თვალი ამშვენებდა და მისი ღირებულება 1 მილიონ დოლარს შეადგენდა. ხელის თხოვნიდან მალევე, წყვილი დაქორწინდა.
წყვილს ორი შვილი ჰყავს: ვაჟი, დილან მაიკლ დუგლასი, და ქალიშვილი, ქერის ზეტა დუგლასი.
ქერისმა სკოლაში შესვლის შემდეგ გაიგო, თუ რას საქმიანობდა მამა და ისიც გვიან შეიტყო, რომ მათი ოჯახი ცნობილი იყო და ისინი ჰოლივუდის ვარსკვლავები იყვნენ.
"ვფიქრობდი, რომ მამა კონდიტერი იყო, სახლში ხშირად აცხობდა ბლინებს, გულწრფელად რომ ვთქვა, გვიან გავიგე, რომ ის მსახიობია"- თქვა ქერისმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყვილი ხშირად საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ოჯახი და მათი სიყვარული შვილების მიმართ ყველაფერში ვლინდება.
„შვილების გაჩენამ მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ისინი გვაძლევენ დიდ ბედნიერებას და სიამაყეს. დილანი ახლა 24 წლისაა, ქერისი კი 21-ის. ისინი უბრალოდ საოცარი ახალგაზრდები არიან" - თქვა კეტრინმა ერთ-ერთ ინტერვიუში.