"ცხოვრება შედგა! ამათთვის ღირდა დაბადება!" - თათია შარანგია დედის დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს - Marao

"ცხოვრება შედგა! ამათთვის ღირდა დაბადება!" - თათია შარანგია დედის დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს

2025-03-03 11:31:46+04:00

თათია შარანგია საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა მან ლაშა შევარდნაძეზე იქორწინა და ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა, თუმცა ეს ურთიერთობა დასრულდა. თათია ტელეკომპანია „ფორმულაზე“ საავტორო გადაცემის, „სთორის“ წამყვანია და ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე.

ამჯერად თათია დედის დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ცხოვრება შედგა! ამათთვის ღირდა დაბადება! ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, ყველაზე მდიდარი და ღმერთის მადლობელი! ჩემს გულში, სამი პატარა გული ძგერს... მადლობა, ჩემო ბიჭებო, ამაყი ვარ, რომ თქვენი დედა მქვია... დედის დღეს გილოცავთ, ყველა დედას და მომავალ დედას! 

   

  • სამი ქორწინება, ხმაურიანი პირადი ცხოვრება და ცნობილი ოჯახი: თათია შარანგია ეკრანს მიღმა 

თათია შარანგია

თათია შარანგია პირველ ქორწინებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილთან, ლაშა შევარდნაძესთან იმყოფებოდა.

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია გახ­ლდათ. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. თა­თი­ა­სა და ლა­შას ახლო მე­გობ­რის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, თა­თია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ამე­რი­კა­ში უც­ნობ ქარ­თველ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

  • თათია შარანგიას შეცვლილი იმიჯი - ტელეწამყვანი ახალ ვიდეოს აქვეყნებს 

ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ - სამი წლის ედუ­არ­დი და წლი­ნა­ხევ­რის ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი. 

  • შორდებიან თუ არა თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე: რას წერს მედია ცნობილი წყვილის შესახებ 

თათიას მეორე ქმარი ბიზნესმენი სანდრო შელია იყო. 

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სან­დრო ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ყო­ფი­ლი ცო­ლის შვი­ლე­ბი წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან, ედუ და სანი," ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი­ან მის ბი­ჭე­ბად"."ამას არა­ფე­რი შეც­ვლის. ასე­ვე არა­ფე­რი შეც­ვლის ჩემს მე­გობ­რო­ბას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. არა­ვი­თა­რი ბა­რი­ე­რე­ბი აქ არ არ­სე­ბობს.“

შე­ლი­ას თქმით, წლე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კი­დან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში სწო­რედ თა­თი­ას სიყ­ვა­რულ­მა და­აბ­რუ­ნა და მისი თქმით, და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ფილ ცოლ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და.

თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე იქორწინა. მათი თანაცხოვრება ხმაურიანად დაიწყო, რადგან ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, სულ ცოტა ხნის წინ, თათია წერდა, რომ მისი და ჯარჯის სიყვარული დასრულდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ეს განცხადება, კამათის ნიადაგზე, გაბრაზებულმა დაწერა და მეუღლეს არც ერთი წუთით არ დაშორებია.  

„ჯარჯი გახდა ჩემი საყრდენი. ემოციური ბალანსი. თითქოს ეს ემოციური ბალანსი 15 წუთში ჩამოინგრა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ალბათ, დავასწარი მოვლენებს..

გამოხმაურებები რომ წავიკითხე, არამძაფრი რეაქცია მქონდა. ვიფიქრე, რომ ავაღელვეთ ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ და გვგულშემატკივრობენ.

ჯარჯი ტორნადოსავით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად ასეთი ადამიანია. ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. სულ ვამბობდი, რომ კიდევ ერთხელ რომ მითხრას ვინმემ, რომ ოჯახი შევქმნათ და მე დავთანხმდე, ეს იქნება დიდი შეცდომა-მეთქი. მაგრამ ყველაზე დიდი გამართლება ჩემს ცხოვრებაში არის ის, რომ ჯარჯის შევხვდი. მისი წყალობით ჩემს თავს დავუბრუნდი.

სასტიკად ერთნაირები ვართ. ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ და რაც მთავარია, ვითვალისწინებთ. მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები, რომ ბავშვობაში და ჩემს თავთან დამაბრუნა“ –  ამბობდა თათია შარანგია.