თიკა ჯამბურია იუბილარი - მომღერლის ახალი წამოწყება და ახდენილი ოცნება - Marao

თიკა ჯამბურია იუბილარი - მომღერლის ახალი წამოწყება და ახდენილი ოცნება

2025-03-04 11:28:05+04:00

თიკა ჯამბურია იუბილარია. მომღერალი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს და ფოტოებსაც აქვეყნებს. ცოტა ხნის წინ, თიკას შესახებ ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილია: როგორც გაირკვა მომღერალი ხნის კვების ობიექტს, რომლის მოწყობაშიც აქტიურადაა ჩართული. 

  • სიახლეები თიკა ჯამბურიას ცხოვრებაში: ახალი წამოწყება, სიყვარული და მიზნები 

tika

tika

  • "განახებთ და გასწავლით, როგორ დავიკლებ ამ 6 კგ-ს ოპერაციის გარეშე" - თიკა ჯამბურია წონის კლების მარტივი გზის შესახებ წერს 

თიკა ჯამბურია

მომღერალ თიკა ჯამბურიას საქართველოში ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობენ, იმ დროს მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები". , 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.  

  • „ბევრს არაფერს არ დავწერ და თავს არ გავიმართლებ… 21-ში 7 საათიდან ვიყავი დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში" - თიკა ჯამბურია 

თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს. ბავშვობაში ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. 

  • "ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ცხოვრებით ისიამოვნო" - თიკა ჯამბურიას ცხოვრების სტილი და ფოტოები 

2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია. 

  • "მადლობა ღმერთს, არიან ჩემი შვილების ცოლები მრავლად და აღმოჩნდა, რომ კარგები არიან" - ხათუნა ხოფერია ყოფილ რძლებთან ურთიერთობის შესახებ 

თიკას პირად ცხოვრებაში სიახლეა - მომღერალი შეყვარებულია, თუმცა რჩეულის შესახებ საუბარი არ სურს - მასთან ერთად გადაღებულ კადრებს პერიოდულად აქვეყნებს და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.