მაშინ, როცა ქალი კომპოზიტორები საქართველოს ადრეულ მუსიკალურ ისტორიაში ცოტანი იყვნენ, ისინი მაინც ღრმად იყვნენ ჩართულნი ერის მუსიკალური მემკვიდრეობის შესრულებასა და შენარჩუნებაში. სოფლად ქალებმა მთავარი როლი შეასრულეს ხალხური მუსიკის ზეპირი ტრადიციების მეშვეობით გადაცემაში. თუმცა, როდესაც საქართველოში ფორმალიზებული მუსიკალური განათლება და კლასიკური კომპოზიცია ჩამოყალიბდა, მამაკაცების მიერ დომინირებულმა ლანდშაფტმა უფრო გაართულა ქალებს ამ სფეროში შეღწევა.
მხოლოდ მე-20 საუკუნეში ქართველმა ქალებმა დაიწყეს წვლილის შეტანა კლასიკურ კომპოზიციაში. ამ პერიოდში გამოჩნდა რამდენიმე პიონერი ქალი კომპოზიტორი, რომლებმაც, მიუხედავად მრავალი ბარიერისასა, იპოვეს გზა, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქართული მუსიკის განვითარებაში. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ნუნუ დუღაშვილი...
ნუნუ დუღაშვილი
ნუნუ დუღაშვილი დაიბადა 1933 წლის 7 თებერვალს. პირველი ნაწარმოები, „პატარა მწყემსის სიმღერა“, ნუნუმ 5 წლის ასაკში შექმნა. სწავლობდა ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში, 1959 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962 წლიდან ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსიც იყო...
მისი შემოქმედება და საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა რამდენიმე სიმღერამ მოუტანა, მათ შორისაა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“. დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის. ნუნუ დუღაშვილის სიმღერები გამოირჩევა ეროვნული კოლორიტით და ხალხურ მელოდიებთან სიახლოვით. 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

ნუნუ დუღაშვილის განვლილი გზა
ნუნუ დუღაშვილი ახლა 92 წლისაა, რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ასაკს ვერ გრძნობს: "დაახლოებით, 20 წლით უფროსი ვარ 70-ზე. სანამ ამას დავუფიქრდი, არ ვამბობდი, რომ 90 წლის ვიყავი. მავიწყდებოდა და როგორც კი დავფიქრდი, ჩემს თავს ვუმეორებდი, რა 70 და 80, 90 წლის ხარ-მეთქი. ძალიან ბევრს რომ ვლაპარაკობ, ახლა მჯერა, რომ 90 წლის ვარ. როგორ შეიძლება ამაზე დიდხანს ვიყო. სიკვდილის არ მეშინია, მე მჯერა იქ, ზემოთ, დიდი ღმერთის..."