ქალი კომპოზიტორების გავლენა ქართულ მუსიკაზე, განსაკუთრებით კლასიკური და ხალხური ტრადიციების კონტექსტში, წლების განმავლობაში დახვეწილი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მუსიკა, როგორც ტრადიციული, ისე კლასიკური, ისტორიულად მამაკაცი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების მიერ იყო დომინირებული, მე-20 და 21-ე საუკუნეებში ქალების წვლილი განსაკუთრებით გაიზარდა.
მარიკა კვალიაშვილი
მარიკა კვალიაშვილი დაიბადა 1937 წლის 7 მაისს. 1961-2006 წლებში იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (თეორიული საგნები). საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურული განყოფილების თავმჯდომარე. დააარსა პროექტი „ქართული სიმღერის პროპაგანდა“.
მისი ოჯახი გამოირჩევა მუსიკალური ტრადიციებით: მისი ძმისშვილი, ეკა კვალიაშვილი, არის ცნობილი მომღერალი, ხოლო შვილიშვილი, ნუკა გვალია, ასევე წარმატებული მუსიკოსია.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი მარიკას წინაპრები საქართველოში ცნობილი დიდგვაროვნები იყვნენ: დიმიტრი და მარო თარხნიშვილები. დიმიტრი თარხნიშვილი (იგივე თარხან-მოურავი) საქართველოს დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის ერთ-ერთი შთამომავალი იყო. იგი 1924 წლის შემოდგომაზე ბოლშევიკებმა დახვრიტეს.
თარხნიშვილები, იგივე თარხან-მოურავები, გიორგი სააკაძის შთამომავლები არიან. მარიკა კვალიაშვილის ბებიას, მაროს სამი ძმა ჰყავდა, მაგრამ სამივე ავადმყოფობით დაიღუპა და ოჯახს გვარის გამგრძელებელი ვაჟი არ ჰყავდა. მაროს მამას, ივანეს გადაუწყვეტია, იმავე გვარის კაცისთვის მიეთხოვებინა უმცროსი ქალიშვილი.
ტრაგედია
მარიკა კვალიაშვილს ორი დიდი ტრაგედია აქვს ცხოვრებაში გადატანილი. მას ჯერ 21 წლის შვილი გარდაეცვალა, შემდეგ კი შვილიშვილი.
"ჩემი შვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ასეთი ხილვა მქონდა. ვიღაც მომდევს ზურგიდან და შევყავარ ოთახში, სადაც ჩემი შვილი იმავე მდგომარეობაში წევს, იგივე ტანსაცმლით, როგორც გავისტუმრე. მივედი მონატრებული, ვეხვევი, ვეფერები, ვკოცნი. ვიცი, რომ ცოცხალი არაა. უცებ წამოდგა და ვეკითხები: ცოცხალი ხარ, გამიცოცხლდი-მეთქი? და მითხრა: დედა, ყველას გადაეცი, რომ სიცოცხლე გრძელდება. ჩვენები ყველანი აქ არიან, თავს მევლებიანო. პირველად ღმერთის მეშინოდა და იმისიც აღარ მეშინიაო. სად ხარ, რას ჭამ-მეთქი? დედა, რასაც მიკეთებ, ყველაფერი მომდის, ყველაფერს ვჭამო. აქ რომ დავდივარ ყოველდღე სასაფლაოზე, იქ ვინ არის-მეთქი და იქ ჩემი სხეულიაო. ვიგრძენი, რომ წასვლას აპირებს და ჩავეხუტე. თვითონაც ისე მომიჭირა ხელები, რომ გამოვედი ამ მდგომარეობიდან, მკლავები მტკიოდა მოჭერისგან. არ ინერვიულო, როცა მოგენატრები, ყოველთვის გეჩვენებიო. მე ვკითხე – შენ ხომ მითხარი, სულ თქვენთან ვარო? თქვენთან ვარ, მაგრამ ასე დაგენახვებიო." - იხსენებდა ქალბატონი მარიკა.